ციფრული არხების კოორდინატორი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი“  აცხადებს  ციფრული არხების კოორდინატორის  ვაკანსიას თბილისში

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6

რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.  

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი, სათავო ოფისი

სამუშო გრაფიკი:  8 საათიანი 5 სამუშაო დღე 

    ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის იმიჯზე ზრუნვა ინტერნეტ სივრცეში;
  • ციფრული მედიის წლიური გეგმის შემუშავება;
  • კომპანიის ციფრული არხებისა (სოციალური მედიის გვერდები, ვებსაიტი) და ინტრანეტის მართვა;
  • კომპანიის ციფრულ არხებზე ფასიანი სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და კონტროლი;
  • სხვადასხვა ტიპის რეკომენდაციების შემუშავება ინტრანეტისა და სოც. ქსელების მოხმარების გაზრდის მიზნით;
  • კომპანიის ციფრული არხების რეგულარული ანალიტიკა და ანგარიშის მომზადება;
  • კომპანიის ვებგვერდის დიზაინის და შინაარსის განახლების შესახებ რეკომენდაციების მომზადება კოორდინაცია;
  • კომპანიის ციფრული არხებისთვის კონტენტის შექმნა;
  • ციფრული არხებიდან შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირების კოორდინაცია და დროული გადამისამართება;
  • ფოტო და ვიდეო მასალის განთავსება ციფრულ პორტალებზე და არქივის წარმოება;
  • საჭიროების შემთხვევაში, სარეკლამო სააგენტოებთან თანამშრომლობა ფოტო-ვიდეო კონტენტის შესაქმნელად;
  • კლინიკურ ნაწილთან მჭიდრო თანამშრომლობა სამედიცინო თემებზე კონტენტის შესაქმნელად;
  • საძიებო სისტემებში კომპანიის პოზიციის გაუმჯობესებაზე ზრუნვა (SEO);
  • ციფრული მედიის გეგმების და საქმიანობის კომპანიის ერთიან სტრატეგიასთან შესაბამისობის კოორდინაცია (გეგმებისა და ამოცანების პერიოდული განახლება საჭიროებისამებრ);
  • დაგეგმილი აქტივობების შესასრულებლად საჭირო ბიუჯეტის განსაზღვრა და შეთანხმება მენეჯმენტთან;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტებთან კოორდინირებით შიდა და გარე საკომუნიკაციო აქტივობების გეგმარება, განხორციელება და შეფასება;
  • სფეროში არსებული სიახლეებისტრენდების მეთვალყურეობა და ქსელში დანერგვისუზრუნველყოფა;
  • სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • სხვა ფუნქცია–მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსის  დავალების შესაბამისად; 

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები  

  • უმაღლესი განათლება, სასურველია მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით;
  • სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა;
  • აუცილებელია MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა (უპირატესობა მიენიჭებათ ისეთ კანდიდატებს რომლებმაც იციან: Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe Perimiere (ამ სამიდან ერთ-ერთი))
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა; 

   პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი (როგორც ზეპირი, ისე წერილობითი);
  • სიტუაციაში მოქნილად მოქმედების უნარი;
  • მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
  • დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
  • დამოუკიდებლად მოქმედების უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  02 აგვისტო, 2018 

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 
Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line