ბილინგის რეგისტრატორი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი“  აცხადებს ბილინგის რეგისტრატორის  ვაკანსიას ბათუმში

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

 სამუშაოს ადგილმდებარეობა:  ბათუმი

სამუშო გრაფიკი:  16 საათიანი მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს

 

    ძირითადი მოვალეობები:

  • გადაუდაებელი დახმარების განყოფილებაში შემოსული პაციენტების რეგისტრაცია ყველა წესის დაცვით;
  • პაციენტის  მონაცემების რეგისტრაცია კლინიკის პროგრამაში;
  • პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია/აღრიცხვა სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში  შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში პირველადი შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა;
  • პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე;
  • პაციენტთან ან მის მეურვესთან ხელშეკრულების (კლინიკაში მომსახურების მიღების შესახებ) გაფორმება;
  • მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და ოპერატიულად უშუალო მენეჯერის ინფორმირება;
  • სხვა ფუნქცია–მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსისა და კოორდინატორი მენეჯერის  დავალების შესაბამისად;

 

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით);
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ ერთი წლისა (უპირატესად მომსახურების სფეროში, ფრონტ ოფისში მუშაობის გამოცდილება)
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა.

 

   პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  •  მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
  • გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა;
  • ინფორმაციის ანალიზის და  გადაცემის უნარი.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 3 დეკემბერი, 2018 წ.

 

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line