„ევექსი კლინიკები“ აცხადებს შერჩევას აუთსორს სერვისების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშო განაკვეთი: 40 სთ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა ფშაველა N40
ძირითადი მოვალეობები:
- აუთსორსინგული სერვისების მართვის პროცესში მონაწილეობა;
- ქსელის მასშტაბით, სხვადასხვა დაინტერესებული სტრუქტურული ერთეულისგან, სერვისების შესრულების შესახებ, ინფორმაციის მიღება, შემოწმება და შესაბამისი რეპორტის წარმოება;
- პარტნიორ კომპანიებთან კონტრაქტის პირობებისა და ვადების შესრულების მონიტორინგი;
- კომპანიების მიერ, მომსახურების მოწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
- აუთსორსინგულ მომსახურებასთან დაკავშირებული ყოველდღიური ოპერაციების ეფექტიანად წარმართვა და საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
- პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია რელევანტურ სფეროში მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატის ფლობა;
- საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 11 აგვისტო, 2022წ.
“ევექსის კლინიკები“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.