ევექსი კლინიკები აცხადებს ვაკანსიას ამბულატორიული სერვისების კოორდინატორის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
- ევექსი კლინკების ქსელის ხელმისაწვდომი ამბულატორიული სერვისების მიწოდების პროცესის მხარდაჭერა და მონიტორინგი;
- ქსელის პოლიკლინიკებისა და მცირე კლინიკებში არსებული ამბულატორიული სერვისების განვითარებისთვის საჭირო მატერიალურ ტექნიკური და ადამიანური რესურსის იდენტიფიცირება;
- ახალი სამედიცინო სერვისების შექმნის/დანერგვის გეგმის შემუშავება;
- ქვეყანაში და ქსელს შიგნით არსებული დაავადებების კლინიკური მართვის გაიდლაინების და პროტოკოლების სამედიცინო პერსონალისთვის გაზიარება/სწავლება
- დაავადებებათა კლინიკური მართვის გაიდლაინების და პროტოკოლების დანერგვა. ქსელის მიერ პროტოკოლების შესაბამისი სერვისის შესრულების კოორდინირება;
- შესაბამის სამსახურებთან ერთად ამბულატორიული კლინიკური სერვისებისა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების/გაცემის პროცესის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და მონიტორინგი;
- სამედიცინო პერსონალის განვითარების გეგმის შემუშავება. სამედიცინო პერსონალის რანჟირება და კლასიფიკაციის კრიტერიუმების განსაზღვრა;
- სამედიცინო პერსონალს უწყვეტი სამედიცინო განათლების, კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის ხელშეწყობა, საჭირო ტრენინგების მოძიება და დაგეგმვა შესაბამის განყოფილებებთან ერთად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- სასურველია სასერტიფიკატო კურსი ჯანდაცვის მენეჯმენტში;
- სავალდებულოა პირველადი ჯანდაცვის რგოლში მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (B2);
კომპეტენციები:
- ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- დროის ეფექტურად გამოყენება;
- ანალიტიკური აზროვნება;
- პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი;
- ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
- ინიციატივის გამოჩენის უნარი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 1 მარტი, 2022
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:
ევექსი კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.