ადამიანური რესურსების ადმინისტრირების კოორდინატორი

„ევექსი’’ აცხადებს შერჩევას ადამიანური რესურსების ადმინისტრირების კოორდინატორის პოზიციაზე

სამუშაოს ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, ვაჟა-ფშაველას 40

სამუშაო განრიგი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე

 

ძირითადი მოვალეობები:

  • თანამშრომლებთან/მომსახურების გამწევ პირებთან შრომითი და მომსახურებისხელშეკრულებების მომზადების (პირობების წინასწარ დაზუსტება/შეთანხმება), თანამშრომლისთვის გაცნობისადა ხელმოწერისპროცესების კოორდინირება;
  • ხელშეკრულების შეწყვეტის პროცესის ადმინისტრირება და პროცედურის დაცვით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
  • თანამშრომელთან/მომსახურების გამწევ პირთან დაკავშირებული ცვლილებების (როტაცია, დაწინაურება და სხვა) ადმინისტრირება და შესაბამისი დოკუმენტაციის (ბრძანება, შეთანხმება, ახსნა-განმარტებითი ბარათი და სხვა) დროულად მომზადება და პროგრამაში/ბაზებში ასახვა;
  • თანამშრომელთა პირადი საქმისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დიპლომი, სახელმწიფო სერთიფიკატი და სხვა) შეგროვება, დადგენილი წესით შენახვა, პერიოდული არქივაცია და ბაზების გამართულობის უზრუნველყოფა;
  • დანიშვნისას/გადაადგილებისას პერსონალის რაოდენობისა და წინასწარი ბიუჯეტის შესაბამისობის კონტროლი; შეუსაბამობის შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • კომპანიის მასშტაბით შვებულების, ბიულეტენების, დეკრეტული შვებულების და სხვა გაცდენების ადმინისტრირება და თანამშრომლებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება;
  • თანამშრომლებისთვის/მომსახურების გამწევი პირებისთვის სახელფასო პროექტში ჩართვის უზრნველყოფა;
  • პერსონალის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და სიახლეების შესახებ, ქსელისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება და კლინიკებიდან დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დროულად მიღების უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლებისთვის/მომსახურების გამწევი პირებისთვის სხვადასხვა საკადრო ფორმების მიწოდება, მათ შორის, ცნობების (ხელფასის/სამსახურის შესახებ) დროულად მომზადება;
  • IT დეპარტამენტამენტთან კოორდინირებულად, თანამშრომელებისთვის ელ. ფოსტის გახსნის/გაუქმებისა და მეილ ჯგუფში გაწევრიანების პროცესების უზრუნველყოფა;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, უშუალო ხელმძღვანელისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
  • აუცილებელია პერსონალის ადმინისტრირების კუთხით სულ მცირე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია ჯანდაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია სასერტიფიკატო განათლება ადამიანური რესურსების მართვის კუთხით;
  • აუცილებელია შრომით-საკანონმდებლო დოკუმენტაციებთან მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია HRM სისტემების ცოდნა;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • სასურველია სამედიცინო ბაზისური ტერმინოლოგიის, სპეციალობების ცოდნა;

 

კომპეტენციები/პიროვნული უნარები:

  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;       
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;           
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი. 

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 22 სექტემბერი, 2023წ.

“ევექსი“  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.


მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line