‘’სს ევექსი ჰოსპიტლები’’ აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა ქირურგის პოზიციაზე თბილისში
‘’სს ევექსი ჰოსპიტლები’’ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 19 ჰოსპიტლითაა წარმოდგენილი.
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
თბილისი, ივ.ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი (ქინძმარაულის I შესახვევი, #1)
სამუშო გრაფიკი: სრული განაკვეთი/მორიგეობა
ძირითადი მოვალეობები:
- კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
- შიდა პროტოკოლების, ინსტუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას;
- პაციენტის მიღება, ინტერვიუირება, გასინჯვა, ანამნეზის შეკრება;
- პაციენტის მართვა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა;
- პაციენტის ინფორმირება სამედიცინო მომსახურების შესახებ;
- შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- ოპერაციების შესრულება კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
- საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემის უზრუნველყოფა;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციომოთხოვნები:
- სავალდებულოა შესაბამის სპეციალობაში სახელმწიფო სერთიფიკატი;
- სავალდებულოა აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 29 მაისი, 2019
‘’სს ევექსი ჰოსპიტლები’’ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
სს ევექსი ჰოსპიტლებში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.