დიპლომისშემდგომი მზადება - რეზიდენტურა პროგრამა „ბავშვთა კარდიორევმატოლოგია“

დიპლომისშემდგომი მზადება - რეზიდენტურა

პროგრამა „ბავშვთა კარდიორევმატოლოგია“

 

სამედიცინო კორპორაცია ევექსი აცხადებს მიღებას რეზიდენტურაში პროგრამით „ბავშვთა კარდიორევმატოლოგია“!

რეზიდენტები  დასაქმდებიან სამედიცინო კორპორაცია ევექსის ქსელში, მიიღებენ 100%–იან სასწავლო გრანტს ან შეღავათიან  სტუდენტურ  სესხს.

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

 

პროგრამის დასახელება:                  

ბავშვთა კარდიორევმატოლოგია

აკრედიტირებული დაწესებულება:

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი

პროგრამის ხელმძღვანელი:                  

მაკა იოსელიანი

სწავლების ლოკაციები:

თბილისი, ბათუმი

ადგილების რაოდენობა:

3

                          

კლინიკური ბაზები სასწავლო ლოკაციების მიხედვით:

 

თბილისი

 იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი

ბათუმი

 ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი

 

ევექსის რეზიდენტურის პროგრამების უპირატესობა:

  1. საუკეთესო შედეგების მქონე რეზიდენტებისთვის სწავლების დაფინანსება სრულად, ან ნაწილობრივ;
  2. შეღავათიანი სტუდენტური სესხის მიღების შესაძლებლობა, რომლის გადახდას სწავლის დასრულებისა და დასაქმების შემდეგ დაიწყებთ;
  3. სწავლების პროცესში უმცროსი ექიმის პოზიციაზე მუშაობის შესაძლებლობა;
  4. სწავლების დასრულებისა და სერთიფიკატის მიღების შემდეგ გარანტირებული ევექსის ქსელში დასაქმება;

                      

პროგრამაში ჩარიცხვის მსურველები აუცილებელია აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმს:

  1. უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  2. ჩაბარებული ჰქონდეთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა, არანაკლებ 151 ქულით;

 

პროგრამაში    მონაწილეთა მსურველებს  ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.  

გადაწყვეტილება, პროგრამაში ჩარიცხვაზე მიიღება ტესტირების,   გასაუბრებისა  და   ერთიანი   დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო  გამოცდის  შედეგების  გათვალისწინებით.
            

წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია:

-                      ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი -  გამსვლელი ქულა არანაკლებ 151 -სა;

-                      უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის დედანი და ასლი;

-                      პირადობის მოწმობის დედანი და ასლი.

-                      CV/რეზუმე (რომელშიც მითითებულია საკონტაქტო მონაცემები: ელ. ფოსტა და ტელეფონის ნომერი)

 

საბუთების მიღება მიმდინარეობს 2019 წლის,  12   აპრილის ჩათვლით.  

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ ასევე დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 2 55 05 05

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line