Isani Polyclinic

Working hours:

ორშაბათი - პარასკევი: 09.00: 20.00 შაბათი: 09:00 - 16:00 ლაბორატორია : 08.30 - 16.00 შაბათი, ლაბორატორია: 08.30 - 14.00


Date of opening: 2016

“Polyclinic” is one of the largest network which offers evidence based ambulatory services, high tech lab and diagnostic examinations. The laboratory of the clinic Certified by ISO 9001:2008 international certificate in quality management.

ევექსის ქსელში ონკოლოგიური პაციენტების მართვა, დიაგნოსტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა ხდება მულტიდისციპლინური ონკოლოგიური გუნდის მიერ (Multidisciplinary Tumor Board). აღნიშნულ გუნდშიჩართულია ყველა სპეციალობის ექიმი: სხივური ონკოლოგები, ქიმიოთერაპევტები, ქირურგები, პათანატომები და რადიოლოგები. მულტიდისციპლინური ონკოლოგიური გუნდის მუშაობაში აქტიურად არის ჩართული ქალაქ ჩიკაგოს (აშშ) Rush Hospital-ის სხივური ონკოლოგი კრისტინა კიელი და კოპენჰაგენის (დანია) Rigshospitalet-ის ონკოლოგი ზაზა უჯმაჯურიძე.

ონკოლოგიურ პაციენტებს უტარდებათ სხივური თერაპია „ვარიანის“ ფირმის უახლესი ხაზოვანი ამაჩქარებლების (TrueBeam, Clinac-iX) გამოყენებით, რომლებიც საშუალებას იძლევიან მოხდეს სიმსივნურად დაზიანებული უბნის ზუსტი დამიზნებითი დასხივება და გარემომცველი ჯანსაღი ქსოვილების მაქსიმალური დაცვა.

ქსელში ასევე ფუნქციონირებს ქიმიოთერაპიის განყოფილება, სადაც პაციენტების მკურნალობა წარმოებს თანამედროვე მიდგომებით და საერთაშორისო გაიდლაინების გამოყენებით.


დიაგნოსტიკა

  • კომპიუტერული ტომოგრაფია
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი
  • მამოგრაფია
  • ენდოსკოპია
  • იმუნოჰისტოქიმიური გამოკვლევა

კიბოს სკრინინგი

ევექსის ქსელი ახორციელებს კიბოს სკრინინგ პროგრამას მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისის გარდა), რომლის ფარგლებშიც ხდება შემდეგი დაავადებების სკრინინგი:

  • ძუძუს კიბო
  • საშვილოსნოს ყელის კიბო
  • პროსტატის კიბო
  • მსხვილი ნაწლავის კიბო.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში კლინიკაში შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქეებს ჩვენების მიხედვით უტარდებათ შემდეგი კვლევები: მამოგრაფია, ულტრაბგერითი კვლევა, PAP-ტესტი, კოლპოსკოპია, FOB-ტესტი, კოლონოსკოპია, პსა-ს (პროსტატა სპეციფიური ანტიგენი) განსაზღვრა სისხლში.

 

სხვა სერვისები

Doctors of the clinic

View more

გიორგი ქრისტესაშვილი

ონკოქირურგი

Isani Polyclinic. Tbilisi, 69, Ketevan Tsamebuli ave.

View more

ზაზა ლომიძე

ონკოქირურგი

Isani Polyclinic. Tbilisi, 69, Ketevan Tsamebuli ave.

Isani Polyclinic. Tbilisi, 69, Ketevan Tsamebuli ave.

მიმართულების ნახვა