საოფისე გინეკოლოგია

კოლპოსკოპია DYSIS აპარატით


კოლპოსკოპია Dysis (სპეციალური გამოსახულებითი კოლპოსკოპია) - ეს არის დიაგნოსტიკური მეთოდი, რომლის დროსაც ხდება საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპული დათვალიერება და მისი სკრინინგის საშუალებით პათოლოგიების აღმოჩენა. კლინიკა „კარაპს მედლაინში“ ეს პროცედურა ტარდება Zeiss-ის ფირმის უახლესი აპარატით, რომელიც მაღალი სიზუსტის გამო, სასამართლო ექსპერტიზაშიც გამოიყენება. 

კოლპოსკოპიის აპარატს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, საშვილოსნოს ყელის ძმარმჟავით დამუშავების შემდეგ, ავტომატურად აღმოაჩინოს დაზიანებული უბანი. ეს საშუალებას იძლევა, რომ მაქსიმალური სიზუსტით მოხდეს დაზიანებული კერის ინტერპრეტაცია და, საჭიროების შემთხვევაში, ჩატარდეს დამიზნებითი ბიოფსია. 

ჩვენთან საოფისე გინეკოლოგიის მიმართულებას გამოცდილი ექიმი გინეკოლოგი მადონა ჯუღელი ხელმძღვანელობს. მადონა ჯუღელი, აგრეთვე, გახლავთ საქართველოს კოლპოსკოპიის ასოციაციის პრეზიდენტი. 

საოფისე დიაგნოსტიკური ჰისტეროსკოპია STORZ-ის აპარატით


ჰისტეროსკოპია არის უმტკივნეულო პროცედურა, სადაც სპეციალური ოპტიკური ხელსაწყოს გამოყენებით ხდება პაციენტის საშვილოსნოს ღრუს დათვალიერება და გამოიყენება საშვილოსნოს დაავადებების (პოლიპი, შეხორცებები, ფიბრომები) დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის. 

საოფისე ჰისტეროსკოპია ახალი ინოვაციური ტექნოლოგიური მეთოდია. ამ მეთოდის გამოყენებით არ ხდება საშვილოსნოს ყელის არხის გაფართოება, არ ესაჭიროება ანესთეზია, სტაციონარში დაყოვნება. 

STORZ-ის აპარატის გამოყენებით, სკრინინგის პროცედურა უმტკივნეულოა და გრძელდება 5-10 წუთი. ამ აპარატის საშუალებით, პაციენტისთვის შესაძლებელია ისეთი დაავადებების დადგენა, როგორიც არის: საშვილოსნოს ღრუს მიომა, ენდომეტრიოზი, ქრონიკული ენდომეტრიტი, საშვილოსნოს ღრუს პათოლოგიები და სხვა. 

ინფექციების დიაგნოსტიკა პირდაპირი იმუნოფლუორესცენციის (PIF) მეთოდით (DIF assay)

ნაცხის მიკროსკოპული ანალიზი პაპანიკოლაუს მეთოდით, პაპ-ტესტი, HPV-გენოტიპირება, ჰისტომორფოლოგია /იმუნოჰისტოქიმია 
სკრინინგის ეს მეთოდი დამყარებულია ლუმინესცენტულ მიკროსკოპში მიკრობის ვიზუალიზაციაზე. (PIF) მეთოდით ხდება ისეთი ინფექციური დაავადებების გამოვლენა, რომელთა ჩვეულებრივ მიკროსკოპში დანახვა შეუძლებელია. ასეთია: ქლამიდია, ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა. ეს მეთოდი ერთადერთია მაღალ მგრძნობიარე ტრიქომონას სადიაგნოსტიკოდ, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ ტრიქომონას არატიპური ფორმები. 

ვულვის /საშოს /საშვილოსნოს ყელის კონდილომების CO2-ლაზეროვაპორიზაცია


ადამიანის პაპილომა ვირუსით (HPV) გამოწვეული ვულვის კონდილომები სქესობრივი გზით გადამდები მეტად გავრცელებული დაავადებაა. ამიტომ მათი დროული და ეფექტური მკურნალობა, როგორც კიბოსწინა პროცესის პრევენცია, საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამ მეთოდის უპირატესობაა რეციდივის შემცირება და რეპროდუქციული ასაკის ქალბატონებში გამოყენების შესაძლებლობა. 

 

საშვილოსნოს ყელის კონიზაცია CO2-ლაზერის აპარატით


CO2-ლაზერით ქსოვილის კონიზაცია უნიკალური მეთოდია. ოპერაციული ჩარევა ხდება უსისხლოდ და ქსოვილზე პირდაპირი ზემოქმედების გარეშე. ქსოვილზე მიმართული სხივი კვეთს ან აორთქლებს (მიკროსკოპის და მიკრომანიპულატორის გამოყენებით) არსებულ ატიპურ უბანს, ამავე დროს, პათოლოგიურ მიკროფლორას. უპირატესობა: არ ახდენს უარყოფით გავლენას რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. 4-6 კვირაში ხდება რეპარაციული პროცესების დასრულება და ნაწიბურის ჩამოყალიბების გარეშე საშვილოსნოს ყელის სრული აღდგენა. 

Atmos Strobo 21 LED - მაღალი სიხშირის რადიოტალღური აპარატი


რადიოტალღური დანით ხდება პათოლოგიური უბნის კონუსისებური ამოკვეთა. ამოკვეთილ ზონაში ტემპერატურა არ აღემატება 45-55 C-ს. არ ხდება სითბური ნეკროზის უბნის გაჩენა და მინიმუმამდეა შემცირებული პოსტოპერაციული ანთების განვითარების რისკი. 

საშვილოსნოს ყელის, ვულვის კონდილომების კრიოდესტრუქცია


პროცედურის ჩატარება შესაძლებელია კოლპოსკოპიური კონტროლის ქვეშ ძმარჟავას აპლიკაციის შემდეგ, რაც დაზიანების საზღვრების დადგენის საშუალებას იძლევა. თხევადი აზოტი დაახლოებით 3 წუთში იწვევს სამიზნე ქსოვილის გაყინვას. 
ეს პროცედურა ტარდება CRY-AC Tracker Cam-ის აპარატით და მისი ხანგრძლივობა 15-12 წუთია. 

MonaLiza Touch

ახალი სიტყვა ესთეტიკურ გინეკოლოგიაში - MonaLisa Touch, ვულვის და საშოს არაქირურგიული ლაზერული გაახალგაზრდავება-პლასტიკა. 
თანამედროვე აპარატის დანიშნულებაა: 
  • მშობიარობის შემდგომ გაფართოებული საშოს (wide vigina) ლორწოვანის ტონუსის აღდგენა;
  • საშოს სიმშრალის და მტკივნეული სქესობრივი ცხოვრების კორექციის შესაძლებლობა;
  • მენოპაუზის პერიოდში ესტროგენის დეფიციტით საშოს ატროფიის სინპტომების კორექცია;
  • სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზით ჩატარებული მასტექტომია - ოპერაციის შემდგომ ჰორმონთერაპიის შეუძლებლობის და მის ნაცვლად საშოს სიმშრალის და დისპარეუნიის მკურნალობა MonaLiza Touch რეფრაქტერული ლაზერის გამოყენებით;
  • სქესობრივი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება საშოს კედლების ნაკეცების აღდგენის ხარჯზე;
  • მსუბუქი ფორმის პროლაფსების/შარდის მსუბუქი სტრესული შეუკავებლობის მკურნალობა.

აღსანიშნავია, რომ კლინიკა „კარაპს მედლაინში“ საოფისე გინეკოლოგიის მიმართულებით მუშაობენ: ფსიქოლოგი, ენდოკრინოლოგი, რადიოლოგი, დერმატო-ვენეროლოგი, გასტროენტეროლოგი, ნევროპათოლოგი, პათომორფოლოგი. ეს საშუალებას იძლევა ჩატარდეს პაციენტის ჯანმრთელიბაზე ორიენტირებული კონსილიუმი. 

კონსულტაცია: დერმატო-ვენეროლოგი, ენდოკრინოლოგი, ონკო- გინეკოლოგი, ფსიქოლოგი, რადიოლოგი.