შინაგანი მედიცინა
ევექსის შინაგანი მედიცინის სპეციალისტები - თერაპევტები, პირველადი რგოლის ექიმები და ჰოსპიტალისტები მართავენ პოლიპროფილურ პაციენტებს, რომელთაც ერთდროულად აქვთ სხვადასხხვა სისტემის პათოლოგიები და საჭიროებენ ინტეგრირებულ მოვლას, კვლევების შედეგების გაანალიზებას და მართვის შემდგომი ეტაპების დაგეგმვას.
შინაგანი მედიცინის სპეციალისტის მიერ ხდება საჭირო სპეციალისტების ჩართვა პაციენტის მართვის პროცესში; შინაგანი მედიცინის სპეციალისტები ახდენენ პაციენტის პროფილაქტიკურ გასინჯვას და ატარებენ პრევენციულ ღონისძიებებს თანამედროვე რეკომენდაციების შესაბამისად.
პირველადი რგოლის ექიმების მიერ ხდება პაციენტების შესაბამისი ჯგუფების მიმართვა მათთვის დადგენილ ონკოლოგიური სკრინინგის პროგრამებში, რომელიც ასევე ევექსის კლინიკებშია ხელისაწვდომი.
შინაგანი მედიცინის სპეციალისტების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრონიკული პათოლოგიების მართვის პროცესში.