ჰემატოლოგია

ჰემატოლოგიური დაავადებები ფართოდ გავრცელებული დაავადებათა ჯგუფია, რომელიც მოიცავს სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებებს, ლიმფური და იმუნური სისტემის, ასევე სისხლის და ლიმფური კვანძების ონკოლოგიურ დაავადებებს. ჰემატოლოგიური დაავადებების სიმპტომები მრავალფეროვანია, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია ზოგადი სისუსტე, ადვილად დაღლა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, გაურკვეველი გენეზის სისხლდენა პირის ღრუდან ან ცხვირიდან, სისხლჩაქცევები. ევექსის კლინიკათა ქსელში ჰემატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირება ექიმ-სპეციალისტის კონსულტირებასთან ერთად მოიცავს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების სრულ სპექტრს.