ევექსის და ლიბერთი ბანკის სოციალური პროექტი

ევექსი ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს, რის ფარგლებშიც ყველაზე მოთხოვნად ლაბორატორიულ გამოკვლევებზე ვრცელდება 30%-იანი, ხოლო სხვა ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე 50%-მდე შეღავათები.


პენსიონერ ლიბერთის მომხმარებლებს, კავკასიის მედიცინის ცენტრის წამყვანი ექიმები 50%, 60% ფასდაკლებით გაუწევენ კონსულტაციას ევექსის კლინიკებში. სოციალური ბარათის მფლობელები, ასევე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ სამედიცინო სერვისებზე კავკასიის მედიცინის ცენტრშიც.



სოციალური ბარათის მფლობელებისთვის

  • სპეციალისტების კონსულტაცია - 30% ფასდაკლება
  • ექოსკოპიური გამოკვლევები - 20% ფასდაკლება
  • ლაბორატორიული გამოკვლევები - 30% ფასდაკლება
  • კომპიუტერული ტომოგრაფია - 50% ფასდაკლება
  • 60% ფასდაკლება ევექსში რეგისტრირებულთათვის, კავკასიის მედიცინის ცენტრიდან მოწვეულ სპეციალისტებთან შემდეგ მიმართულებებში: კარდიოქირურგია, ანგიოქირურგია, ოფთალმოლოგია, ონკოგინეკოლოგია,ლარინგოლოგია

  • 50% ფასდაკლება ლიბერთის პენსიონერი მომხმარებლებისთვის კავკასიის მედიცინის ცენტრიდან მოწვეულ სპეციალისტებთან შემდეგ მიმართულებებში: კარდიოქირურგია, ანგიოქირურგია, ოფთალმოლოგია, ონკოგინეკოლოგია,ლარინგოლოგია.
        შეღავათები ქირურგიულ ჩარევებზე კავკასიის მედიცინის ცენტრში:

• გულის შუნტირება – თანაგადახდის 50% დაფინანსება

• გულის სარქვლის ოპერაცია – თანაგადახდიდან 1000 ₾ გამოაკლდება

ქირურგიული ჩარევები, რომლებსაც თანაგადახდიდან გამოაკლდება 500 ₾:

• თეძოს/ბარძაყის არტერიის სტენტირება
• ვენის პლასტიკა
• ბარძაყ-მუხლქვეშა შუნტირება
• ვენის ლაზერული რადიოაბლაცია

კატარაქტის ოპერაცია:

• 90% დაფინანსება – საყოველთაო ჯანდაცვით
• დარჩენილი 10% დაფინანსებულია პროექტის მიერ
• ჰისტერექტომია – თანაგადახდის 50%
• ცხვირის ძგიდისა და ნიჟარების ოპერაცია – თანაგადახდის 50%

სტომატოლოგიური კლინიკა „ნიუ დენტის“ შეთავაზებები

  • სტომატოლოგის და ორთოპედის კონსულტაცია - უფასო
  • ქირურგია - 50% ფასდაკლება
  • კბილის ექსტრაქცია - 50% ფასდაკლება
  • კბილების წმენდა - 50% ფასდაკლება
  • იმპლანტაცია - 30% - დან - 40% - მდე ფასდაკლება
  • ორთოპედია (პროტეზირება) - 10% - დან 30% - მდე ფასდაკლება
  • ორთოდონტია (ბრეკეტები) - 10% - დან - 30% - მდე ფასდაკლება
  • სხვა სტომატოლოგიური მომსახურებები - 10% - დან - 30% - მდე ფასდაკლება

მომსახურების მიღება შესაძლებელია ევექსის 14 კლინიკაში და ნიუ დენტის ფილიალებში.