Evex
ნეიროგანვითარების ცენტრი "კარავი"

ნეიროგანვითარების ცენტრი "კარავი"


ჩვენ შესახებ 

ევექსის ბავშვთა ნეიოროგანვითარების ცენტრი კარავი 2023 წლიდან ფუნქციონირებს. აქ ბავშვის განვითარებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ სივრცეშია თავმოყრილი. ცენტრის მომსახურებები აერთიანებს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა ხელოვნებისა და მუსიკის, ფიზიკური და სენსორული, მეტყველებისა და ქცევითი თერაპიები. ცენტრში ხელმისაწვდომია ინდივიდუალური თერაპია ბავშვებისთვის და, ასევე, ჯგუფური თერაპია ბავშვებისთვის.  

კარავი ხარისხიანი, კლინიკურად გამართული, სანდო და სრულფასოვანი მომსახურებით ერთდროულად 400-მდე ბავშვსა და მოზარდს უზრუნველყოფს. . ამას გარდა, ცენტრში თერაპიული სერვისების მიღება ზრდასრულებისთვისაცაა შესაძლებელი.  

თითოეული ბავშვის ჰარმონიულ განვითარებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანაა. ცენტრის პროფესიონალების გუნდი და აქ არსებული მეგობრული ატმოსფერო სწორედ ამ მიზანს ემსახურება. 

კვალიფიციური სპეციალისტები, განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამები და ინოვაციური, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული მიდგომები  ცენტრის გამორჩეულ გარემოს ქმნის. 



ეწვიე კარავის ვებ-გვერდს

მიიღე სრულყოფილი ინფორმაცია ცენტრის შესახებ

ვებგვერდი მუშაობს ბეტა/ტესტირების რეჟიმში.

ნეიროგანვითარების ცენტრი "კარავი"