ჯანმრთელობის წრე - ხშირად დასმული კითხვები
შევხვდები სპეციალისტს?
ამ სერვისის ფარგლებში - არა. სპეციალისტი შენს ისტორიას და ანალიზებს ოჯახის ექიმის გავლით სწავლობს და გეგმას მასთან ერთად ადგენს. გეგმას შენი ოჯახის ექიმი გიხსნის. თუ ექიმები ჩათვლიან, რომ პირადი შეხვედრა გჭირდება, პირად კონსულტაციაზე პრიორიტეტულად ჩაგწერენ.
როგორ დავიწყო?
ჩაეწერე შენს ოჯახის ექიმთან ან დაგვიტოვე ნომერი - Health Coach დაგიკავშირდება და დაგეხმარება.
რამდენ ხანში მივიღებ გეგმას?
კითხვარის შევსებიდან ერთი კვირის განმავლობაში. გეგმას განმეორებით ვიზიტზე ოჯახის ექიმი ან Health Coach დაგიხსნის.
რა ღირს?
100 ლარი. ამაში შედის ორი ექიმის ჩართულობა, ისტორიის ანალიზი და წერილობითი, შენზე მორგებული გეგმა.
რა უნდა გავაკეთო ჩემი მხრიდან?
მოდი ოჯახის ექიმთან და შეავსე მოკლე კითხვარი, რომელსაც SMS-ით მიიღებ. დანარჩენს ექიმები აკეთებენ.
სად ინახება ჩემი მონაცემები?
შენი კითხვარი და ისტორია დაცულია და მათ მხოლოდ შენს შემთხვევაზე მომუშავე ექიმები ხედავენ.
რომელ ჩივილებზე მუშაობს?
პირველი მიმართულება გასტროენტეროლოგიაა: შებერილობა, გულძმარვა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი და სხვა კუჭ-ნაწლავის ჩივილები. მალე წრეს სხვა სპეციალობებიც შემოუერთდება.
შეიძლება თუ არა ამ სერვისით გადაუდებელი დახმარების მიღება?
არა. სიცხის, სისხლის ან ძლიერი ტკივილის შემთხვევაში გადაუდებლად მიმართე ექიმს.

