ჯანმრთელობის წრე
ორი ექიმი, მკურნალობის ერთიანი გეგმა, შენს ოჯახის ექიმთან
- მკურნალობის გეგმა ერთ კვირაში
- ორი ექიმის ერთობლივი ანალიზი
- ოჯახის ექიმის მუდმივი კონტროლი
სპეციალისტის კომპეტენცია - იქ, სადაც ყველაზე ხშირად მიდიხარ
ჯანმრთელობის პრობლემის დროს სცენარი ხშირად ერთნაირია: სპეციალისტთან რიგში თვეობით დგახარ, ანალიზები ერთმანეთს მოსდევს, წამლების სია კი სულ უფრო და უფრო იზრდება.
„ჯანმრთელობის წრე“ ამ მიდგომას ცვლის. ეს ევექსის ახალი, მასშტაბური პროგრამაა, რომლის მეშვეობითაც მოთხოვნადი სპეციალისტების მხარდაჭერა პირდაპირ ოჯახის ექიმთან, პაციენტისთვის ყველაზე ხელმისაწვდომ ადგილას ინტეგრირდება. შენ კვლავ შენს ოჯახის ექიმთან რჩები, თუმცა ის მარტო აღარ არის: შენს შემთხვევას მასთან ერთად სპეციალისტიც განიხილავს.
ექიმთან ჩვეულებრივი ვიზიტისას:
თვეობით ლოდინი სპეციალისტის რიგში
ექიმთან ჩვეულებრივი ვიზიტისას:
ყველაფერი შენს ოჯახის ექიმთან იწყება და მთავრდება
ჯანმრთელობის წრეში
მხოლოდ ის, რაც შენ გჭირდება
ოჯახის ექიმი გეგმის შესრულებასაც აკონტროლებს
მკურალობის გეგმა ერთ კვირაში
ექიმთან ჩვეულებრივი ვიზიტისას:
სხვადასხვა ექიმთან უმარავი ვიზიტი
ექიმთან ჩვეულებრივი ვიზიტისას:
უამრავი კვლევა და მედიკამენტი
ექიმთან ჩვეულებრივი ვიზიტისას:
ვიზიტის შემდეგ უკუკავშირის არარსებობა
| ექიმთან ჩვეულებრივი ვიზიტისას: | ჯანმრთელობის წრეში | ||
|---|---|---|---|
| თვეობით ლოდინი სპეციალისტის რიგში | |||
| ყველაფერი შენს ოჯახის ექიმთან იწყება და მთავრდება | მხოლოდ ის, რაც შენ გჭირდება | ოჯახის ექიმი გეგმის შესრულებასაც აკონტროლებს | მკურალობის გეგმა ერთ კვირაში |
| სხვადასხვა ექიმთან უმარავი ვიზიტი | |||
| უამრავი კვლევა და მედიკამენტი | |||
| ვიზიტის შემდეგ უკუკავშირის არარსებობა | |||
სამი მარტივი ნაბიჯი:
- ვიზიტი ოჯახის ექიმთან. შენი ოჯახის ექიმი გესაუბრება და შეაფასებს, გჭირდება თუ არა სპეციალისტის ჩართულობა. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ტელეფონზე SMS-ით მიიღებ მოკლე კითხვარს ევექსის სახელით. რის შევსებასაც რამდენიმე წუთი სჭიერდება.
- ორი ექიმის ერთობლივი ანალიზი ერთი კვირის განმავლობაში. სპეციალისტი შეისწავლის შენს კითხვარს, ისტორიას და ანალიზებს და ოჯახის ექიმთან ერთად შეადგენს შენზე მორგებულ გეგმას. ამ ეტაპზე შენი დასწრება საჭირო არ არის.
- მკურნალობის გეგმის შედგენა. განმეორებით ვიზიტზე ოჯახის ექიმი ან Health Coach გიხსნის გეგმას და გიპასუხებს კითხვებზე. ოჯახის ექიმი შემდეგაც თვალს ადევნებს თუ როგორ გრძნობ თავს.
აქ ჩაჯდება უკვე ქარდების ნაწილი

