იმედი L
თუ იმედი L-ის დაზღვევა გაქვს, ევექსის ქსელში სამედიცინო სერვისებით სარგებლობა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა მარტივადაა შესაძლებელი:
- ნებისმიერ ექიმთან ვიზიტის შემდეგ, სპეციალისტის მიერ დანიშნულ კვლევებზე ელექტრონულ მიმართვებს ავტომატურად, სმს შეტყობინების სახით მიიღებ. რომელსაც წარუდგენ ევექსის რეგისტრატურას.
- მომსახურების მიღება შესაძლებელია ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე. გაითვალისწინე, რომ მიმართვა ევექსის სახელზე უნდა იყოს გამოწერილი.
სერვისის მიღება ევექსის ნებისმიერ კლინიკაში შეგიძლია. ოჯახის ექიმებთან ან პედიატრებთან ვიზიტი კი ხელმისაწვდომია შემდეგ ფილიალებში:
თბილისი
- მთაწმინდა
- დიდუბე
- გლდანი
- ცინცაძე
- ვაჟა-ფშაველა
- ვაზისუბნი
- გურამიშვილი
- ისანი
- ვარკეთილი
რეგიონი:
- ბათუმი
- ზუგდიდი
- ქუთაისი
















