Evex

ძვალ-სახსროვანი დეფორმაციის მქონე ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს რეაბილიტაციის გაკვეთილებსა და სეანსებს. სერვისი განკუთვნილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 18 წლამდე პირებისთვის. პროგრამა ემსახურება დეფორმაციების მაქსიმალურ კორექციას, მოძრაობის ამპლიტუდის გაზრდას, სწორი უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და სწავლებას.

პროგრამაში მონაწილეობისთვის, ოჯახის ექიმთან ან ნევროლოგთან კონსულტაციის შემდეგ აღებული ფორმა 100, შესაბამისი დიაგნოზის მითითებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში უნდა ჩაბარდეს. უწყება გასცემს ვაუჩერს, რომლის საფუძველზეც კლინიკაში რეაბილიტაციის კურსი დაიგეგმება.

დაჯავშნე ვიზიტი ონლაინ

გადადი ბმულზე და მიყევი ინსტრუქციას

ვებგვერდი მუშაობს ბეტა/ტესტირების რეჟიმში.