ანტენატალური მეთვალყურეობა - ორსულთა მოვლა და სამედიცინო დახმარება
პროგრამა ითვალისწინებს ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვას მუცლადყოფნის პერიოდიდან და მომავალი დედის ორსულობის სწორად მართვას. ანტენატალური მეთვალყურეობა გულისხმობს ორსულობის სრული პერიოდის განმავლობაში 8 გეგმურ ვიზიტს, ექიმის კონსულტაციებს, პროგრამით გათვალისწინებულ უფასო ლაბორატორიულ და ექოსკოპიურ კვლევებს.
პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურებების მიღება შეუძლია ნებისმიერ ორსულს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე. რეგისტრაციისთვის მან 13 კვირამდე ვადაში უნდა მიმართოს ევექსის კლინიკების ნებისმიერ ფილიალს, რომელიც პროგრამაში მონაწილეობს.
მონაწილე კლინიკები
დაჯავშნე ვიზიტი ონლაინ
გადადი ბმულზე და მიყევი ინსტრუქციას












