![[object Object]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fadmin.evex.ge%2Fstorage%2F01KRNPF5H6PM3TM44R0N9C8JWE.jpg&w=3840&q=75)
სოფო ბერიძე
კლინიკური დირექტორი
სოფიო ბერიძე ევექსის გუნდს კლინიკური დირექტორის თანამდებობაზე, 2024 წლის სექტემბრიდან შემოუერთდა.
სოფიო ფლობს მედიცინის დოქტორის ხარისხს შინაგან მედიცინაში. აქვს 20 წლიანი კლინიკური და სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება, როგორც თერაპევტსა და გასტროენტეროლოგ-ჰეპატოლოგს, ლექტორს შინაგანი მედიცინის მიმართულებით. ის გახლავთ ორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორი, მედიცინის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების ავტორი და ხელმძღვანელი, განათლების ხარიხსხის განვითარების ეროვნული ცენტრის დარგობრივი საბჭოს წევრი.
სხვადასვხა დროს სოფიო იკავებდა თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელის, ხარისხის დირექტორის თანამდებობას ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში, საზღვაო მედიცინის ექსპერტის პოზიციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში. 2022 წელს სოფიო გახდა ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის დამფუძნებელი რექტორი.
სოფიო ბერიძეს დიპლომამდელი სამედიცინო განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ხოლო დიპლომის შემდგომი კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული დახელოვნების კურსები გავლილი აქვს პოლონეთის, ავსტრიის, ჩეხეთის, ესპანეთის წამყვან კლინიკებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში. იგი 20-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი და 10-მდე საერთაშორისო პროექტის კოორდინატორია.

