Evex
[object Object]

მარიამ წაქაძე

საოპერაციო დირექტორი

მარიამ წაქაძე 2020 წელს შემოუერთდა ევექსის გუნდს და 2024 წლის ოქტომბრიდან საოპერაციო დირექტორის თანამდებობას იკავებს. 

ევექსში ის სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა პროცესების განვითარების განყოფილებას, საოპერაციო დეპარტამენტს, 2022 წლიდან კი სამომხმარებლო გამოცდილებისა და პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი იყო.

მარიამს მრავაწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. ის ევექსამდე საოპერაციო დირექტორის თანამდებობას იკავებდა შპს Gtex-ში, 13.5 წელი მუშაობდა BDO Solutions-ში ტექნოლოგიების, კერძოდ კომპლექსური ERP პროდუქტების დანერგვის მიმართულებით. იგი სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა დანერგვის დეპარტამენტს, ხარისხის მართვის მიმართულებას, პროექტების მართვის ოფისსა და მხარდაჭერის მიმართულებას.

მარიამი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომს ფინანსებისა და საბანკო საქმის მიმართულებით და არის კავკასიის უნივერსიტეტის მენეჯმენტის მაგისტრი (MSc in Management). წლების განმავლობაში მას აქვს გავლილი სხვადასხვა პროფესიული ტრენინგ კურსები პროექტების მართვის, ფინანსების, ლიდერშიფისა და ქოუჩინგის მიმართულებით

ვებგვერდი მუშაობს ბეტა/ტესტირების რეჟიმში.

მარიამ წაქაძე