
70 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები
| ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲘᲗ ᲒᲐᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲔᲑᲣᲚᲘ ᲒᲐᲛᲝᲙᲕᲚᲔᲕᲔᲑᲘ | ᲓᲐᲤᲘᲜᲐᲜᲡᲔᲑᲘᲡ % |
|---|---|
| ოჯახის ექიმის მომსახურება (საჭიროების შემთხვევაში, მათი მომსახურება ბინაზე) | 100% |
| ოჯახის ექიმის დანიშნულებით (ენდოკრინოლოგი; ოფთალმოლოგი; კარდიოლოგი; ნევროლოგი; გინეკოლოგი; ოტორინოლარინგოლოგი; უროლოგი; ქირურგი) | 70% |
| ექიმის დანიშნულებით ინსტრუმენტული გამოკვლევები (ელექტროკარდიოგრაფია) | 100% |
| (ოჯახის ექიმის დანიშნულებით კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები მუცლის ღრუს ექოსკოპია; გინეკოლოგიური და შარდ-სასქესო სისტემის ექოსკოპია; გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია; ძვლების რენტგენოგრაფია) | 70% |
| ოჯახის ექიმის დანიშნულებით კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები (ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT,AST); ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი (TSH)) | 70% |
| ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული პროფილაქტიკური აცრები | 100% |
| ᲓᲐᲛᲐᲢᲔᲑᲘᲗᲘ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲘᲗ ᲓᲐᲣᲤᲐᲠᲐᲕ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲔᲑᲖᲔ: | ᲓᲐᲤᲘᲜᲐᲜᲡᲔᲑᲘᲡ % |
|---|---|
| ფასდაკლება ნიუ დენტის სტომატოლოგიურ ქსელში | 30% |
| ფასდაკლება პროგრამით დაუფარავ სერვისებზე | 30%-მდე |
როგორ ისარგებლო საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით ევექსში:
ეწვიე ევექსის ნებისმიერ კლინიკას, წარადგინე პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და გაიარე რეგისტრაცია. გაითვალისწინე, რომ,არასრულწლოვნის შემთხვევაში, აუცილებელია, თან იქონიოთ მისი დაბადების მოწმობა და მშობლის/მეურვის პირადობა ან პასპორტი.
- დაგვირეკე ნომერზე 0322 55 05 05, დააფიქსირო მოთხოვნა და ჩვენი წარმომადგენელი შენთვის სასურველ მისამართზე გესტუმრება.
- გადადი რეგისტრაციის ბმულზე, დაგვიტოვე მონაცემები და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით
ინფორმაცია დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებზე
მომსახურებებზე, რომლებიც სახელმწიფო პროგრამით არ იფარება, დამატებითი დაფინანსების მოპოვება შეგიძლია. მიმართე ევექსის ოჯახის ექიმს და მის მიერ შედგენილი ფორმა 100-ის საფუძველზე, მოითხოვე საჭირო სამედიცინო გამოკვლევების დაფინანსება საქართველოს დვვნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ადგილობრივ რაიონულ გამგეობებში ან მერიაში. შესაძლებლობა ვრცელდება როგორც გეგმურ, ისე გადაუდებელ ქირურგიასა და სხვა მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებზე.
დარეგისტრირდი პროგრამაში
შეავსე ფორმა

