Evex
Karavi

Karavi

კარავის შესახებ

ევექსის ბავშვთა ნეიოროგანვითარების ცენტრი კარავი 2023 წლიდან ფუნქციონირებს. აქ ბავშვის განვითარებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ სივრცეშია თავმოყრილი. ცენტრის მომსახურებები აერთიანებს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა ხელოვნებისა და მუსიკის, ფიზიკური და სენსორული, მეტყველებისა და ქცევითი თერაპიები. ცენტრში ხელმისაწვდომია ინდივიდუალური თერაპია ბავშვებისთვის და, ასევე, ჯგუფური თერაპია ბავშვებისთვის.

კარავი ხარისხიანი, კლინიკურად გამართული, სანდო და სრულფასოვანი მომსახურებით ერთდროულად 400-მდე ბავშვსა და მოზარდს უზრუნველყოფს. . ამას გარდა, ცენტრში თერაპიული სერვისების მიღება ზრდასრულებისთვისაცაა შესაძლებელი. თითოეული ბავშვის ჰარმონიულ განვითარებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანაა. ცენტრის პროფესიონალების გუნდი და აქ არსებული მეგობრული ატმოსფერო სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

კვალიფიციური სპეციალისტები, განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამები და ინოვაციური, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული მიდგომები ცენტრის გამორჩეულ გარემოს ქმნის.

Holistic Wellness Therapy

Holistic Wellness Therapy

Holistic Wellness Therapy

The website is in beta/testing phase.

Karavi - Evex.ge