03 December, 2019

ნევროლოგიური აქცია

თუ გაწუხებთ მაღალი არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე ან ხართ თამბაქოს მომხმარებელი - ნევროლოგთან ვიზიტი მნიშვნელოვანია!

1-დან 27 დეკემბრის ჩათვლით ევექსი კლინიკები გთავაზობთ ნევროლოგიურ აქციას თბილისსა და რეგიონებში


პაკეტში შედის:

  •  ნევროლოგის კონსულტაცია,
  •  საძილე არტერიების დუპლექს-სკანირება (დოპლერი),
  •  ლიპიდური სპექტრის განსაზღვრა,
  •  კოაგულოგრამა,



ევექსი კლინიკების ნევროლოგიური აქცია მოიცავს იმ კომპონენტებს, რაც ნევროლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკისთვის არის მნიშვნელოვანი.

საძილე არტერიების დუპლექს-სკანირებით, იგივე დოპლერით, შესაძლებელია თავის ტვინის სისხლით მომმარაგებელი საძილე არტერიების შევიწროვების ხარისხის დადგენა.

ლიპიდური სპექტრის ცვლის დარღვევა კი სისხლძარღვთა ათეროსკლეროზის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანება, თავის მხრივ, შესაძლოა სხვადასხვა ნევროლოგიური და კარდიოლოგიური პრობლემის მიზეზი გახდეს.

ნევროლოგიური აქცია თბილისის ფილალებში 80 ლარი, ხოლო რეგიონებში 57 ლარი ღირს.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 2 55 05 05 ან *0505