ხაზინის სპეციალისტი

ევექსი აცხადებს შერჩევას ხაზინის სპეციალისტის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, ვაჟა ფშაველას #40

სამუშაო განრიგი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საბანკო ნაშთის ყოველდღიური კონტროლი;
  • ავტომატური გადახდების აქტუალობის შემოწმება, ახალი გადახდების ჩამატება/გამოკლება;
  • სესხების კონტროლი - პროცენტის დარიცხვა და ნაშთების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში, გადახდის გრაფიკის განახლება, სასესხო ხელშეკრულებების/დოკუმენტაციის აღრიცხვა და მონიტორინგი;
  • საბუღალტრო პროგრამიდან გადარიცხვების განხორციელება ინტერნეტ ბანკში გადატანის გზით და ლიმიტის ფარგლებში გადარიცხვების დადასტურება;
  • საბანკო ამონაწერების ბუღალტრული დამუშავება და პროგრამაში ატვირთვა, ფინანსური განყოფილებისთვის მიწოდება;
  • კომპანიის პარტნიორ ბანკებთან ურთიერთობა;
  • მოსალოდნელი ხარჯების ანალიზი, შესაბამისი დაინტერესებული/უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან საბანკო მიმართულებით;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
  • ინტერნეტ-ბანკის მოხმარების ცოდნა (კორპორატიული);

 

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;           
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 12 ნოემბერი, 2023 წ

 

ევექსის მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line