ევექსი აცხადებს ვაკანსიას სერვისის მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, მთაწმინდის პოლიკლინიკა (ლაღიძის ქუჩა #8 - ოპერის მიმდებარე ტერიტორია)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლების მომსახურების პროცესის დადგენილი წესის შესაბამისად წარმართვის უზრუნველყოფა;
- კლინიკის მომსახურების სივრცის მუდმივი მონიტორინგი და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- მომსახურებაში ჩართული თანამშრომლების ყოველდღიური შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და პროცესების მართვა;
- პრობლემური სიტუაციების იდენტიფიცირება, მართვა და მოგვარების უზრუნველყოფა;
- პრეტენზიულ პაციენტებთან კომუნიკაცია და დაფიქსირებული პრობლემის ეფექტიანად და დროულად მოგვარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მომსახურების სფეროში მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია 1 წელი მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
- მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია;
- გუნდის მართვის უნარი;
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;
- გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 19 დეკემბერი, 2023 წელი.
ევექსი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არიქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემო აღნიშნულ პირობებს.