ევექსი კლინიკები აცხადებს შერჩევას სამედიცინო მომსახურების/სერვისის ხარისხის კოორდინატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ევექსი კლინიკების ქსელის სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და კონტროლი
- პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო სერვისების განვითარება
- ქსელში დამტკიცებული სამედიცინო ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა
- ქსელის სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლისა და გაუმჯობესების კუთხით მიმართული აქტივობების კოორდინირება
- სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობისა და სამედიცინო პერსონალის დროული და სრულყოფილი ინფორმირება სამედიცინო მომსახურების კუთხით განხორციელებული ცვლილებებისა და სიახლეების თაობაზე
- უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების კოორდინატორთან ერთად სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა და მონიტორინგი
- ქვეყანაში აღიარებული სტანდარტების (გაიდლაინი, პროტოკოლი) სამედიცინო მომსახურების პროცესში გამოყენება
- სანებართვო პირობების შესრულება
- სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის დროული და მართებული წარმოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება
- ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტირებული სასწავლო კურსი „სამედიცინო ხარისხის კონტროლი და მართვა“
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- ჯანდაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა
- აუცილებელია კლინიკაში მუშაობის გამოცდილება
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
- საოფისე პროგრამების ცოდნა
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 4 თებერვალი, 2021
ევექსი კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.