ევექსი კლინიკები აცხადებს შერჩევას რენტგენის ტექნიკოსის (გადამღების) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თელავი
სამუშაო განაკვეთი: სრული (09:30 - 17:00)
ძირითადი მოვალეობები:
- რენტგენის გადაღება კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
- სამედიცინო აპარატურასთან სამუშაო წესების შესრულების უზრუნველყოფა დროულად, უშეცდომოდ და სრულყოფილად;
- პროცედურასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა რენტგენო-ლაბორანტის მოწმობა ან სერთიფიკატი;
- სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო, საშუალო საექთნო ან საშუალო რენტგენო-ლაბორანტის განათლება;
- სავალდებულოა ბირთული და რადიაციული უსაფრთხოების გადამზადების დამადასტურებელი სერთიფიკატის ფლობა;
- სამუშო გამოცდილება რენტგენო-ლაბორანტის,რენტგენის ტექნიკოსის პოზიციაზე.
ევექსი კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
Apply