ევექსი კლინიკები აცხადებს შერჩევას ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე კვირაში
ძირითადი მოვალეობები:
- ინვენტარისა და მედიკამენტების ტრანსპორტირების ციკლის მართვაში მონაწილეობა;
- ოპტიმალური მარშრუტების განსაზღვრა და მასალების კატეგორიზაცია, დადგენილი წესების შესაბამისად;
- ქსელის მასშტაბით, გადაზიდვების მარშრუტების მონიტორინგი და ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მუდმივი კონტროლი;
- მიწოდების ციკლის მონიტორინგის პროცესში მონაწილეობა და ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;
- საწყობიდან პროდუქციის მიღებისა და ჩაბარების დოკუმენტაციის წარმოება და ელექტრონულად ასახვა;
- საწვავის მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის, მათ შორის, გაცემული/გახარჯული/დარჩენილი ნაშთების შესახებ, რეპორტის მომზადება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის მიწოდება;
- პრობლემების იდენტიფიცირება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება,
საკვალიფიკაციომოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ლოჯისტიკის მიმართულებით;
- ლოჯისტიკური მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
პიროვნულიკომპეტენციები/უნარები:
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
- სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
განაცხადისმიღებისბოლოვადაა: 14 ივნისი, 2022წ.
ევექსი კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
Apply