ადმინისტრაციული სპეციალისტი

„ევექსი“  აცხადებს შერჩევას ადმინისტრაციული სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისის პოლიკლინიკები
სამუშაო გრაფიკი: სრული


ძირითადი მოვალეობები:

  • სამედიცინო დაწესებულების სამუშაო პროცესების ადმინისტრაციული კუთხით მხარდაჭერა
  • არასამედიცინო მარაგების ხარჯვის კონტროლი და დადგენილ ვადებში შეკვეთა
  • კლინიკაში ახალი თანამშრომლის შერჩევის პროცესის ინიცირება. კანდიდატების რეზიუმეების დაარქივება;
  • ახალი თანამშრომლის დანიშვნისთვის, წინასწარ განსაზღვრული, აუცილებელი დოკუმენტაციის შეგროვება, შრომით ხელშეკრულების გაფორმება, სათავო ოფისისთვის ელექტრონული სახით მიწოდება, შესაბამის პროგრამაში ატვირთვა და მატერიალური სახით დაარქივება;
  • ახალი თანამშრომლისათვის პროგრამული და ტექნიკური აღჭურვილობის მოთხოვნის. შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა;
  • თანამშრომლების სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის პროცესის მართვა, თანამშრომლის ცნობის გაცემა, შვებულებების/საავადმყოფო ფურცლების აღრიცხვა;
  • ჯანდაცვის პორტალზე, კლინიკის პასპორტიზაციისთვის, თანამშრომლების შესახებ ინფორმაციის განახლება;
  • ყოველწლიურად, თანამშრომლებისთვის დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; დაზღვევაში ჩართვის მსურველების შესახებ, სათავო ოფისის ინფორმირება;
  • საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა ტიპის ტრენინგებისა და შეხვედრების ორგანიზება;
  • მთავარი მენეჯერის დასტურის საფუძველზე, ექიმების ბუქინგების კონტროლი, მათ შორის,  ჩახურვა, გახსნა, კორექცია;
  • სამედიცინო დოკუმენტების დაარქივება, მათ შორის, ბიულეტენების, ლიცენზიების, ბრძანებების;
  • პაციენტისთვის ამბულატორიული ბარათის/სამედიცინო ისტორიის ცნობის გაცემა;
  • შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვა/დახარისხება; კორესპონდენციაზე პასუხის მომზადების კოორდინირება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია ოფის მენეჯერის/ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 1  წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;    
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;  
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

 

„ევექსი“  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line