პედიატრია რეგიონულ ჰოსპიტალში
„რეგიონული ჰოსპიტალი“გთავაზობთ გეგმიურ ამბულატორიულ პედიატრიულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს 0-დან 18-წლამდე ასაკის ბავშვთა და
მოზარდთა განვითარებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
კლინიკის სერვისებია:
- ბავშვთა და მოზარდთა განვითარებასა და ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობა;
- სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში პაციენტის შეფასება, გამოკვლევა და მართვა;
- ვიწრო პროფილის სპეციალისტების კონსულტირება;
- ახალშობილთა პატრონაჟი;
- საგანმანათლებლო მუშაობა მშობლებთან ბავშვთა ჯანსაღი კვების ხელშეწყობის მიზნით;
- იმუნიზაცია - ეროვნული კალენდრის შესაბამისად;
- საჭიროების შემთხვევაში ჰოსპიტალურ სექტორთან კორდინირება;
- ადეკვატური და ეფექტური პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა.
რეგიონულ ჰოსპიტალში თქვენს პატარებს ელოდებათ კეთილგანწყობილი გარემო, და პერსონალი, რომელიც მოწოდებულია მინიმუმამდე შეამციროს ტკივილის ფაქტორი სხვადასხვა მანიპულაციების დროს.