დიპლომისშემდგომი მზადება - რეზიდენტურა
პროგრამა „ორთოპედია-ტრავმატოლოგია“
სამედიცინო კორპორაცია ევექსი აცხადებს მიღებას რეზიდენტურაში პროგრამით „ორთოპედია-ტრავმატოლოგია“!
საუკეთესო შედეგების მქონე რეზიდენტები დასაქმდებიან სამედიცინო კორპორაცია ევექსის ქსელში, მიიღებენ 100%–იან, 80% -იან სასწავლო გრანტს ან შეღავათიან სტუდენტურ სესხს.
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.
| პროგრამის დასახელება: | ორთოპედია-ტრავმატოლოგია | 
| აკრედიტირებული დაწესებულება: | ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი | 
| პროგრამის ხელმძღვანელი: | ომარ ობგაიძე | 
| სწავლების ლოკაციები: | თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი | 
| ადგილების რაოდენობა: | 4 | 
კლინიკური ბაზები სასწავლო ლოკაციების მიხედვით:
| თბილისი | ტრავმატოლოგი | 
| თბილისი | კარაპს მედლაინი | 
| თბილისი | იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი | 
| თბილისი | ბავშვთა ახალი კლინიკა | 
| თბილისი | ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა | 
| ქუთაისი | აკ.ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი | 
| ქუთაისი | იმერეთის რეგიონალური კლინიკური ჰოსპიტალი | 
| ზუგდიდი | ზუგდიდის მრავალპროფილური კლინიკა „რესპუბლიკა“ | 
| ბათუმი | ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი | 
| ბათუმი | ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი | 
! განსაკუთრებული მინიშნება !
ერთი მონაწილის განაცხადი მიიღება სამედიცინო კორპორაცია ევექსის მიერ გამოცხადებულ მხოლოდ ერთ პროგრამაზე, თუმცა მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა კონკურსის პროცესში დააფიქსირონ მეორე სასურველი მომიჯნავე სპეციალობაც
ევექსის რეზიდენტურის პროგრამების უპირატესობა:
- საუკეთესო შედეგების მქონე რეზიდენტების სწავლების დაფინანსება 100 % - იანი, ან 80% - იანი გრანტით;
- შეღავათიანი სტუდენტური სესხის მიღების შესაძლებლობა, რომლის გადახდას სწავლის დასრულებისა და დასაქმების შემდეგ დაიწყებთ;
- სწავლების პროცესში უმცროსი ექიმის პოზიციაზე მუშაობის შესაძლებლობა;
- სწავლის ღირებულება :თვეში 200 ლარი
- სწავლების დასრულებისა და სერთიფიკატის მიღების შემდეგ გარანტირებული ევექსის ქსელში დასაქმება;
პროგრამაში ჩარიცხვის მსურველები აუცილებელია აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმს:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- ჩაბარებული ჰქონდეთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა, არანაკლებ 151 ქულით;
პროგრამაში მონაწილეთა მსურველებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.
გადაწყვეტილება, პროგრამაში ჩარიცხვაზე მიიღება ტესტირების, გასაუბრებისა და ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გათვალისწინებით.
გამოსაგზავნი აუცილებელი დოკუმენტაცია:
- ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი - გამსვლელი ქულა არანაკლებ 151 -სა;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი.
- CV/რეზუმე (რომელშიც მითითებულია საკონტაქტო მონაცემები: ელ. ფოსტა და ტელეფონის ნომერი)
საბუთების მიღება მიმდინარეობს 2019 წლის, 12 აპრილის ჩათვლით.
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ ასევე დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 2 55 05 05
