დიპლომისშემდგომი მზადება - რეზიდენტურა
პროგრამა „ლაბორატორიული მედიცინა“
სამედიცინო კორპორაცია ევექსი აცხადებს მიღებას რეზიდენტურაში პროგრამით „ლაბორატორიული მედიცინა“!
 
საუკეთესო   შედეგების  მქონე    რეზიდენტები  დასაქმდებიან სამედიცინო კორპორაცია ევექსის ქსელში, მიიღებენ 100%–იან, 80%-იან სასწავლო გრანტს ან შეღავათიან  სტუდენტურ  სესხს.
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.
| 
 პროგრამის დასახელება:  | 
 ლაბორატორიული მედიცინა  | 
| 
 აკრედიტირებული დაწესებულება:  | 
 სამედიცინო კორპორაცია ევექსი - თბილისის ამბულატორიული ცენტრი  | 
| 
 პროგრამის ხელმძღვანელი:  | 
 ლელა თოფურია  | 
| 
 სწავლების ლოკაციები:  | 
 თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი  | 
| 
 ადგილების რაოდენობა:  | 
 11  | 
კლინიკური ბაზები :
| 
 თბილისი  | 
 თბილისის ამბულატორიული ცენტრი  | 
| 
 თბილისი  | 
 კარაპს მედლაინი  | 
| 
 თბილისი  | 
 იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი  | 
| 
 თბილისი  | 
 მედინვესტი - ჰემატოლოგიის და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი  | 
| 
 თბილისი  | 
 ნეოლაბი  | 
| 
 ქუთაისი  | 
 იმერეთი რეგიონული რეფერალური ლაბორატორია  | 
| 
 ზუგდიდი  | 
 ზუგდიდის მრავალპროფილური კლინიკა "რესპუბლიკა"  | 
! განსაკუთრებული მინიშნება !
ერთი მონაწილის განაცხადი მიიღება სამედიცინო კორპორაცია ევექსის მიერ გამოცხადებულ მხოლოდ ერთ პროგრამაზე, თუმცა მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა კონკურსის პროცესში დააფიქსირონ მეორე სასურველი მომიჯნავე სპეციალობაც
ევექსის რეზიდენტურის პროგრამების უპირატესობა:
- საუკეთესო შედეგების მქონე რეზიდენტების სწავლების დაფინანსება 100 % - იანი, ან 80% - იანი გრანტით;
 - შეღავათიანი სტუდენტური სესხის მიღების შესაძლებლობა, რომლის გადახდას სწავლის დასრულებისა და დასაქმების შემდეგ დაიწყებთ;
 - სწავლების პროცესში უმცროსი ექიმის პოზიციაზე მუშაობის შესაძლებლობა;
 - სწავლის ღირებულება : თვეში 200 ლარი;
 - სწავლების დასრულებისა და სერთიფიკატის მიღების შემდეგ გარანტირებული ევექსის ქსელში დასაქმება;
 
პროგრამაში ჩარიცხვის მსურველები აუცილებელია აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმს:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
 - ჩაბარებული ჰქონდეთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა, არანაკლებ 151 ქულით;
 
პროგრამაში მონაწილეთა მსურველებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.
გადაწყვეტილება, პროგრამაში ჩარიცხვაზე მიიღება ტესტირების, გასაუბრებისა და ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გათვალისწინებით.
გამოსაგზავნი აუცილებელი დოკუმენტაცია:
- ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი - გამსვლელი ქულა არანაკლებ 151 -სა;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი.
- CV/რეზუმე (რომელშიც მითითებულია საკონტაქტო მონაცემები: ელ. ფოსტა და ტელეფონის ნომერი)
საბუთების მიღება მიმდინარეობს 2019 წლის, 12 აპრილის ჩათვლით.
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ ასევე დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 2 55 05 05
