19 November, 2018

"საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის" სიგელი და პრიზი ევექსს

16 ნოემბერს „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციამ “ საზოგადოებას და პარტნიორ კომპანიებს წლიური ანგარიში წარუდგინა, სადაც განხილულ იქნა ასოციაციის მიერ განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები.

ღონისძიებაზე „სამედიცინო კორპორაცია ევექსს“ გადაეცა მადლობის სიგელი და სპეციალური პრიზი, თანადგომისთვის და პარტნიორობისთვის, რომელსაც ევექსი სოციალური პასუხისმგებლების პროექტის ფარგლებში ახორციელებს.