საცალო გაყიდვების სპეციალისტი

ევექსი კლინიკები“  აცხადებს  შერჩევას საცალო გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშო გრაფიკი:  სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა ფშაველა N40

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სამედიცინო წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინირება;
  • საცალო გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
  • სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციების იდენტიფიცირება;
  • ტენდერების კოორდინირება, დოკუმენტაციის მოწესრიგება და პროცესიის მიმდინარეობის მართვა;
  • თბილისი-რეგიონების კლინიკების ადმინისტრაციის თანამშრომლების ჩართულობის უზრუნველყოფა ტენდერების მიმდინარეობაში;
  • სახელმწიფო პროგრამების ქსელში დანერგვისა და განხორციელების პროცესში მონაწილეობა;
  • კომერციულ დეპარტამენტში დაგეგმილ აქტივობებში და პროექტებში ჩართულობა;
  • რეპორტების მომზადება და საჭიროებისამებრ  შესაბამისი პირებისთვის გადაგზავნა;
  • უშუალო უფროსის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო სფეროში ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით;
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;

 

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  21 მაისი, 2022 წ.

 

“ევექსის კლინიკები“  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

 

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი განაცხადი წარმატებით გაიგზავნა. ჩვენ 10 სამუშაო დღის განმავლობაში დაგიკავშირდებით მითითეულ ელ.ფოსტაზე მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line