პროექტის მენეჯერი

ევექსი კლინიკები  აცხადებს  შერჩევას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ.40

სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე კვირაში

 

 
ძირითადი მოვალეობები:

  • პროექტის განხორცილების უზრუნველყოფა და მართვა;
  • პროექტის მიხედვით მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმის შემუშავება;
  • პროექტის მომგებიანობის უზრუნველყოფა, სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი და პროგრესის ანალიზი;
  • პროექტების შესაბამისი რესურსების (მათ შორის ადამიანური) განსაზღვრა;
  •  პროექტების ფარგლებში წარმოშობილი პრობლემების და მათი გადაჭრი სგზების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება უფლებამოსილების ფარგლებში;
  • პროექტებთან დაკავშირებით ანგარიშების, მათ შორის შუალედური რეპორტების მომზადება;
  • პროექტების მსვლელობის პერიოდული მონიტორინგი და შუალედური შედეგების განხილვა; 
  • პროექტების ფარგლებში არსებული პროცესების კოორდინირება;
  • აქტივობების მიხედვით საჭირო ადამიანური რესურსის კოორდინირება და გუნდის მართვა;
  • პროექტის განხორცილებისთვის საჭირო ადმინისტრციული საკითხების უზრუნველყოფა;


 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების ან პროექტ მენეჯმენტის მიმართლებით;
  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება პროექტის მართვის/კოორდინირების მიმართულებით;
  • აუცილებელია გუნდის მართვის გამოცდილება
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word, MS Power Point, MS Project;         
     პიროვნული კომპეტენციები/უნარები:


დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული

  • სისტემური მიდგომა;
  • სამუშაო დროის ეფექტურად მართის უნარი
  • დარწმუნების და მოლაპარაკებების უნარი
  • პრეზენტაბელურობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15 ნოემბერი, 2022

 

ევექსი კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაშიგამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი განაცხადი წარმატებით გაიგზავნა. ჩვენ 10 სამუშაო დღის განმავლობაში დაგიკავშირდებით მითითეულ ელ.ფოსტაზე მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line