დებიტორებთან ანგარიშწორების ჯგუფის უფროსი

ევექსი კლინიკები  აცხადებს  შერჩევას დებიტორებთან ანგარისწორების ჯგუფის უფროსის  პოზიციაზე თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი, სათავო ოფისი.

სამუშაო გრაფიკი:  8 საათიანი, 5 სამუშაო დღე კვირაში

 

ძირითადიმოვალეობები:

  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, კომპანიის დებიტორებთან დაკავშირებული პროცესების დაგეგმვა და მართვა;
  • კანონმდებლობასთან დაკავშირებული სიახლეების მუდმივი მონიტორინგი და დებიტორული პროცესების შესაბამისი სტანდარტებით წარმართვის უზრუნველყოფა;
  • ყოველთვიურად, კლინიკების ჭრილში, Free flow პაციენტების დავალიანების კონტროლი;
  • დებიტორული დავალიანების მქონე პირებთან კომუნიკაციის წარმოება და მისაღები თანხების კონტროლი;
  • დებიტორული დავალიანების მქონე პირების გადახდის გრაფიკის მონიტორინგი და მათი ინფორმირება, დავალიანების შესახებ;
  • დებიტორების ფინანსური ანალიზი;
  • სხვადასხვა კონტრაგენტებთან დებიტორულ დავალიანებებზე ფინანსური შედარებების წარმოება;
  • პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
  • დებიტორების ანგარიშსწორების ჯგუფის სამუშაო პროცესის მართვა;
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციომოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
  • საგადასახადო კოდექსის ცოდნა;

   პიროვნულიკომპეტენციები/უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირებულად მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დიდი მოცულობის სამუშაოს დროში განაწილებისა და ვადაში შესრულების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გამართულად კომუნიკაციის უნარი.

 

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  28  ივნისი, 2022

 

ევექსი კლინიკები  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

 

 

 

 

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი განაცხადი წარმატებით გაიგზავნა. ჩვენ 10 სამუშაო დღის განმავლობაში დაგიკავშირდებით მითითეულ ელ.ფოსტაზე მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line