ოფთალმოლოგია

რეგიონული ჰოსპიტალის ოფთალმოლოგიურ ცენტრი, როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს სთავაზობს სრულ გეგმიურ და 24 საათიან გადაუდებელ მომსახურებებს.

 

პროფესიონალთა გუნდი უახლესი ტექნოლოგიებითა და უნიკალური სადიაგნოსტიკო და ქირურგიული საშუალებებით უზრუნველყოფენ მკურნალობის საუკეთესო შედეგებს.

 

 ცენტრი ბოლო თაობის აპარატურით გთავაზობთ. ისეთ მაღალტექნოლოგიურ კვლევებს,       

 როგორიცაა:

  • ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია (OCT)ბადურის ცენტრალური უბნის, მხედველობის ნერვის გლაუკომატოზური ცვლილებების და თვალის წინა სეგმენტის პათოლოგიების დასადგენად
  • ფლუორესცენტული ანგიოგრაფია – თვალის ფსკერის სისლძარღვოვანი პათოლოგიების მაღალტექნოლოგიური კვლევა
  • ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა - B სკანი (Sonomed Escalon) – თვალის უკანა მონაკვეთის ექოსკოპია, UBM - თვალის წინა მონაკვეთის ექოსკოპია
  • რქოვანის ენდოთელური უჯრედების რაოდენობის განსაზღვრა - Specular     microscopy თვალის რქოვანის სხვადასხვა პათოლოგიების დადგენა, ადრეული      დიაგნოსტირებისათვის
  • კომპიუტერული პერიმეტია - მხედველობის ველის დაზიანებების კომპიუტერული     ანალიზი
  • რქოვანის ტოპოგრაფია - რქოვანის გათხელების (კერატოკონუსის) ნაადრევი   დიაგნოსტიკა პენტაკამის საშუალებით
  • ოპტიკური ბიომეტრი – კატარაქტის ოპერაციისთვის ხელოვნური ბროლის ნომრის მაღალი  სიზუსტით გამოსათვლელად
  • ვერიონი - კატარაქტის ოპერაციისთვის ,,პრემიუმ  ბროლების (თორიული ბროლი-ბროლი, რომელიც ასტიგმატიზმსაც ასწორებს; მულტიფოკალური ბროლი – ბროლი შორს და ახლო  ხედვისთვის) შერჩევა
  • თვალბუდის რენტგენოგრაფია
  • თვალბუდის კომპიუტერული ტომოგრაფია

           

კლინიკაში მსოფლიოში არსებული უმაღლესი სტანდარტებით ტარდება:

  • კატარაქტის უნაკერო, ულტრაბგერითი ოპერაცია
  • ფაკოემულსიფიკაცია მაღალტექნოლოგიური მულტიფოკალური ბროლების იმპლანტაციით 

შემდეგი პათოლოგიების დროს:

✔    ასაკობრივი კატარაქტა;

✔    ბავშვთა კატარაქტა;

✔    ტრავმული კატარაქტა;

✔    გართულებული კატარაქტა;

✔   მეორადი კატარაქტის ლაზერული მკურნალობა – YAG ლაზერული კაფსულოტომია.

 

გლაუკომის ქირურგიული მკურნალობა

✔   ტრაბეკულექტომია;

✔    ექსპრეს შუნტის იმპლანტირება;

✔   YAG ლაზერული ირიდოტომია;

✔   ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკა.

 ბავშვთა ოფთალმოლოგიური მომსახურებები:

✔   ოფთალმოლოგიური პათოლოგიების  დიაგნოსტიკა;

✔   სიელმის ქირურგიული მკურნალობა;

✔   კომპიუტერიული ვარჯიშები ამბლიოპიის სამკურნალოდ უახლესი გერმანული აპარატურისა და პროგრამების გამოყენებით.

 

კერატოკონუსის კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა

✔   რქოვანის ულტრაიისფერი დასხივება – ქროსლინქინგი;

✔   ინტრაკორნეალური რკალების იმპლანტაცია ფემტოლაზერის გამოყენით;

✔   რქოვანის (ამერიკის თვალის ბანკის სატრანსპლანტაციო მასალით) გადანერგვა ფემტოლაზერის გამოყენებით.

 

ხელოვნური რქოვანის გადანერგვა

(ბოსტონის კერატოპროტეზირება)

 

           ასტიგმატიზმის. ახლომხედველობის და შორსმხედველობის კორექცია ფემტო- 

          ექსიმერ ლაზერის საშუალებით

         

          მაღალი ხარისხის მიოპიის, ასტიგმატიზმის და ჰიპერმეტროპიის       ქირურგიული  

          მკურნალობა ფაკიური ბროლის იმპლანტაციით

                  

          ბადურა გარსის ჩამოცლის, ჰემოფთალმის ქირურგიული მკურნალობა -     ვიტრექტომია

 

          თვალის დიაბეტური გართულებების დიაგნოსტირება, კონსერვატიული,      ლაზერული და           ქირურგიული მკურნალობა

 

          თვალის მიოპიური გართულებების დიაგნოსტირება, კონსერვატიული,        ლაზერული და ქირურგიული მკურნალობა

 

          ავასტინის, ტრიამცინოლონის, ანტიბიოტიკების თვალშიდა ინექციები

 

          24 საათიანი გადაუდებელი ოფთალმოლოგიური დახმარება - ტრავმების,   თვალის მწვავე ინფექციების, უცხო სხეულის და დამწვრობების შემთხვევაში

 

          ქუთუთოების, კონიუქტივიტის, საცრემლე გზების ოპერაციები, ასევე, ენუკლეაცია,           ევისცერაცია.