ყვარლის ჰოსპიტალი

სამუშაო საათები:

ყოველ დღე: 24 საათი

გახსნის თარიღი:
 2012 წელი

საწოლფონდი: 25

თანამშრომლების რაოდენობა: 90

ყვარლის ჰოსპიტალი მომხმარებლებს სთავაზობს ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას. სტაციონარში 24 საათის განმავლობაში უწყვეტად ფუნქციონირებს, როგორც დიაგნოსტიკური მიმართულება, ასევე ყველა სამედიცინო სერვისი. 

ჰოსპიტალი უზრუნველყოფს გადაუდებელ დახმარებას ნებისმიერი სამედიცინო პროფილით.

ევექსის რევმატოლოგიური სერვისი პაციენტებს სთავაზობს სხვადასხვა სისტემური დაავადებების მკურნალობას და დიაგნოსტიკას თანამედროვე მეთოდებით.

ხდება ოსტეოართრიტის, რევმატოიდული პოლიართრიტის  და სხვა ფართოდ გავრცელებული ქრონიკული ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების მართვა თანამედროვე რეკომენდაციების შესაბამისად;

ტარდება სახსარშიგა ინექციები და სხვა პროცედურები საჭიროების შესაბამისად; ენდოპროტეზირების ოპერაციისწინა კონსულტაციები; კომპლექსური რეაბილიტაციური პროცედურები სხვადასხვა დაზიანების შემდეგ, ქრონიკული პათოლოგიების დროს  და პოსტოპერაციულ პერიოდში. 

ყვარლის ჰოსპიტალი. ყვარელი, ჭავჭავაძის ქ.

მიმართულების ნახვა