ყვარლის ჰოსპიტალი

სამუშაო საათები:

ყოველ დღე: 24 საათი

გახსნის თარიღი:
 2012 წელი

საწოლფონდი: 25

თანამშრომლების რაოდენობა: 90

ყვარლის ჰოსპიტალი მომხმარებლებს სთავაზობს ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას. სტაციონარში 24 საათის განმავლობაში უწყვეტად ფუნქციონირებს, როგორც დიაგნოსტიკური მიმართულება, ასევე ყველა სამედიცინო სერვისი. 

ჰოსპიტალი უზრუნველყოფს გადაუდებელ დახმარებას ნებისმიერი სამედიცინო პროფილით.

ევექსის ქსელში შესაძლებელია სტაციონარული და ამბულატორიული ოფთალმოლოგიური სერვისის მიღება

 

ჩვენს ოფთალმოლოგიურ ცენტრებში პაციენტები იღებენ თანამედროვე აპარატურით უზრუნველყოფილ შემდეგ დიაგნოსტიკურ მომსახურებას: 

  • ვიზომეტრია;
  • რეფრაქტომეტრია;
  • კერატომეტრია;
  • სხვადასხვა სირთულის სათვალის კორექციის შერჩევა;
  • ბიომიკროსკოპია;
  • ოფთალმოტონომეტრია;
  • ოფთალმოსკოპია.

 ასევე, ტარდება სხვადასხვა ტიპის ოფთალმოლოგიური ოპერაციები: 

  • კატარაქტის (მოხუცებულობითი, ტრავმული, გართულებული, დიაბეტური) ფაკოემულსიფიკაცია ხელოვნური ბროლის იმპლანტაციით;
  • ანტიგლაუკომატოზური ოპერაციები: წინა საკანზე შუნტის დადების ოპერაცია; ტრაბეკულოტომია ირიდექტომიით, ტრაბეკულოპლასტიკა;
  • წინა ვიტრექტომია;
  • ფრთისებრი აპკის  ამოკვეთა და კონიუნქტივის ტრანსპლანტირება;
  • ოპერაციები საცრემლე გზებზე: ტრანსნაზალური დაკრიოცისტორინოსტომია, დაკრიოცისტექტომია;
  • რეკონსტრუქციული ოპერაციები ქუთუთოებზე: ქუთუთოს ბოჩკოსებრი ხრტილისა და კანის ამოკვეთა ექტროპიონის გამო, ენტროპიონის კომბინირებული კორექცია. ქუთუთოების პლასტიკური ოპერაციები;
  • ევისცერაცია და ენუკლეაცია;
  • ქალაზიონის გაკვეთა.

ყვარლის ჰოსპიტალი. ყვარელი, ჭავჭავაძის ქ.

მიმართულების ნახვა