ყვარლის ჰოსპიტალი

სამუშაო საათები:

ყოველ დღე: 24 საათი

გახსნის თარიღი:
 2012 წელი

საწოლფონდი: 25

თანამშრომლების რაოდენობა: 90

ყვარლის ჰოსპიტალი მომხმარებლებს სთავაზობს ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას. სტაციონარში 24 საათის განმავლობაში უწყვეტად ფუნქციონირებს, როგორც დიაგნოსტიკური მიმართულება, ასევე ყველა სამედიცინო სერვისი. 

ჰოსპიტალი უზრუნველყოფს გადაუდებელ დახმარებას ნებისმიერი სამედიცინო პროფილით.

ევექსის დერმატოლოგიურ სერვისს, ყოველდღიურად მრავალი პაციენტიმიმართავს კანის, ლორწოვანი გარსების, თმისა და ფრჩხილების პათოლოგიებით.

ხდება სხვადასხვა დაავადების მიკროსკოპული დიაგნოსტირება და მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით.

ამასთან ერთად, ტარდება პროცედურები როგორც კანის ქირურგიის, ასევე კოსმეტოლოგიური მიმართულებით. კანის დაზიანება შესაძლოა გამოწვეული იყოს არა მხოლოდ დერმატოლოგიური, არამედ სხვადასხვა სისტემის დაავადებებით. ამიტომ, ევექსის კლინიკის მრავალპროფილური გუნდი, პაციენტს აძლევს საშუალებას, რომ დროულად მიიღოს ყველა მომსახურება და ჩაიტაროს სრულყოფილი მკურნალობა.


ყვარლის ჰოსპიტალი. ყვარელი, ჭავჭავაძის ქ.

მიმართულების ნახვა