ევექსის ქსელში შესაძლებელია გეგმიური და გადაუდებელი სრული კარდიოლოგიური და კარდიოქირურგიული მომსახურების მიღება. ამ მიმართულებით 24 საათის განმავლობაში პაციენტს შესაძლებლობა ეძლევა ჩაიტაროს სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები კერძოდ ჰოლტერის მეთოდით (Mortara-ს აპარატი) და ტრედმილზე დატვირთვის ტესტი (Mortara-ს აპარატი)
ჩვენი კარდიოლოგიური მიმართულების წარმატების მთავარი მიზეზი მაღალკვალიფიციური პერსონალია, რომელთაც განათლება და ასევე პრაქტიკული გამოცდილება მიღებული აქვთ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ასევე ყოველწლიურად იღებენ მონაწილებას სხვადასხვა კონფერენციებსა და კონგრესებში.
ევექსის გულის ცენტრის კიდევ ერთ უპირატესობას წარმოადგენს მაღალი სტანდარტის სერვისის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით რაც გულისხმოს სრული კარდიოლოგიური სერვისი მიწოდებას რეგიონების დონეზე.
კარდიოქირურგია ევექსის ქსელში კარდიოქირურგიის მიმართულება ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ წარმატებულ მიმართულებად ითვლება, რაც მაღალკვალიფიციური პერსონალისა და უახლესი მატერიალურ ტექნიკური ბაზით არის განპირობებული. ქსელში ამ მიმართულებით წარმატებით ხორციელდება ისეთი კარდიოქირურგიული ოპერაციები, როგორიცაა:
• კორონარული შუნტირება
• სარქველზე ოპერაციები მათ შორის მინი ინვაზიური მიდგომით
• გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკების ქირურგია
• გულისა და შუასაყრის სიმსივნეების ქირურგია
• აორტის ქირურგია
• ენდოვასკულარული ქირურგია
• პერიფერიული არტერიების ქირურგია
• ვენური სისტემის ქირურგია
• რითმის ქირურგია
სხვა ტექნოლოგიურ უპირატესობებთან, კარდიოქირურგიული ოპერაციების უსაფრთხოდ წარმოების მიზნით, საოპერაციო აღჭურვილია პერფუზიის აპარატი TERUMO1, ინტრაორტალური ბალონ პამპით, რაც ოპერაციების უსაფრთხოდ წარმართვის ერთერთი გარანტია.
ინტერვენციული კარდიოლოგია
ევექსის ქსელის ინტერვენციული კარდიოლოგის მიმართულება საქართველოში ერთ ერთი საუკეთესოა, სადაც პაციენტს შესაძლებლობა ეძლევა მიიღოს მაღალკვალიფიციური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და ხარისხიანი მომსახურება. ამ მიმართულებით მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონების დონეზე ფუნქციონირებს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კათეტერიზაციის ლაბორატორიები, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ინვაზიური დიაგნოსტიკური და ინტერვენციული პროცედურების ჩატარებას.
ქსელის მასშტაბით პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ კორონაროგრაფიის და კორონარული ანგიოპლასტიკის (როგორც სტანდარტული ასევე წამლით დაფარული სტენტით) სერვისი. ასევე აღსანიშნავია ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა რომლის მიღებაც უკვე პაციენტებს რეგიონების დონეზეც შეუძლიათ