ხობის ჰოსპიტალი

სამუშაო საათები:

ყოველ დღე: 24 საათი

გახსნის თარიღი:
 2011წ.

საწოლფონდი: 15

თანამშრომლების რაოდენობა: 94

ხობის ჰოსპიტალი “სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ქსელში შემავალი ჰოსპიტალია, რომელიც  ყოველთვიურად ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური სერვისით 1500-1600 -მდე პაციენტს ემსახურება.  75-80 პაციენტს  სტაციონარული მკურნალობა უტარდება. ჰოსპიტალი ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში და უზრუნველყოფს გადაუდებელ დახმარებას ნებისმიერი სამედიცინო პროფილით, საჭიროების შემთხვევაში კი ახდენს პაციენტის დროულ რეფერალს. ჰოსპიტალში 20000-მდე ბენეფიციარი დარეგისტრირებულია. 
ევექსის ქსელის ინტერვენციული კარდიოლოგის მიმართულება საქართველოში ერთ ერთი საუკეთესოა, სადაც პაციენტს შესაძლებლობა ეძლევა მიიღოს მაღალკვალიფიციური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული  და ხარისხიანი მომსახურება.  ამ მიმართულებით მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონების დონეზე ფუნქციონირებს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კათეტერიზაციის ლაბორატორიები, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ინვაზიური დიაგნოსტიკური და ინტერვენციული პროცედურების ჩატარებას.

ქსელის მასშტაბით პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ კორონაროგრაფიის და კორონარული ანგიოპლასტიკის (როგორც სტანდარტული ასევე წამლით დაფარული სტენტით) სერვისი. ასევე აღსანიშნავია ფილტვის არტერიის  თრომბოემბოლიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა რომლის მიღებაც უკვე პაციენტებს რეგიონების  დონეზეც შეუძლიათ

ხობის ჰოსპიტალი. ხობი, ჭყონდიდელის ქ. №2

მიმართულების ნახვა