ქარელის ჰოსპიტალი
ჰოსპიტალი
ქარელი, ზ.ფანასკერტელის 1. #30
სამუშაო საათები:
ყოველ დღე: 24 საათი
ქარელის ჰოსპიტალში სამუშაო პროცესს 111 თანამშრომელი წარმართავს. დაწესებულება გათვლილია 30 საწოლზე. პოსპიტალში ფუნქციონირებს პოლიკლინიკა, რომელიც დაკომპლექტებულია 24 სპეციალისტით. აქვეა რენტგენოლოგიური, ექოსკოპიური, ენდოსკოპიური კვლევის კაბინეტები, ლაბორატორია. ჰოსპიტალს გააჩნია გადაუდებელი ამბულატორიის სამსახური (მიმღები), ბავშვთა და მოზრდილთა ქირურგია, რეანიმაცია, თერაპიული და პედიატრიული სამსახურები, სადაც მორიგე მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს პაციენტების დახმარებას.