ევექსის კლინიკა ქუთაისში

სამუშაო საათები:

ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00 შაბათი: 09:00-14:00


„ევექსი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო ქსელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს". კლინიკებში პაციენტებს სრული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება შეუძლიათ. კომპანიის მისიაა, თითოეული პაციენტისთვის შექმნას ჯანსაღი მომავალი, მაღალი ხარისხითა და ხელმისაწვდომი სერვისებით.

ევექსის კლინიკათა ქსელში ხელმისაწვდომია ოჯახის ექიმის მომსახურება. ოჯახის ექიმი მნიშვნელოვანი გზამკვლევია არამხოლოდ დაავადებათა მკურნალობისთვის, არამედ მისი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა დაავადებათა პრევენცია და მონიტორინგი, პაციენტთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების გამოვლენა და მართვა, პაციენტის სრული ჯანმრთელობის მეთვალყურეობა. კონსულტაცია მოიცავს პაციენტის სრულყოფილ შეფასებას, საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული გამოკვლევების დანიშვნას, სპეციალისტებთან გადამისამართებას და მკურნალობის პროცესს კოორდინაციას.

სხვა სერვისები

ევექსის კლინიკა ქუთაისში. ქუთაისი, პ.იაშვილის ქ. N 9/11

მიმართულების ნახვა