ევექსის კლინიკა ისანში

სამუშაო საათები:

ორშაბათი - პარასკევი: 09.00: 20.00 შაბათი: 09:00 - 16:00 ლაბორატორია : 08.30 - 16.00 შაბათი, ლაბორატორია: 08.30 - 14.00



„ევექსი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო ქსელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს". კლინიკებში პაციენტებს სრული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება შეუძლიათ. კომპანიის მისიაა, თითოეული პაციენტისთვის შექმნას ჯანსაღი მომავალი, მაღალი ხარისხითა და ხელმისაწვდომი სერვისებით.

ევექსის ქსელის ინტერვენციული კარდიოლოგის მიმართულება საქართველოში ერთ ერთი საუკეთესოა, სადაც პაციენტს შესაძლებლობა ეძლევა მიიღოს მაღალკვალიფიციური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული  და ხარისხიანი მომსახურება.  ამ მიმართულებით მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონების დონეზე ფუნქციონირებს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კათეტერიზაციის ლაბორატორიები, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ინვაზიური დიაგნოსტიკური და ინტერვენციული პროცედურების ჩატარებას.

ქსელის მასშტაბით პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ კორონაროგრაფიის და კორონარული ანგიოპლასტიკის (როგორც სტანდარტული ასევე წამლით დაფარული სტენტით) სერვისი. ასევე აღსანიშნავია ფილტვის არტერიის  თრომბოემბოლიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა რომლის მიღებაც უკვე პაციენტებს რეგიონების  დონეზეც შეუძლიათ

ევექსის კლინიკა ისანში. თბილისი, ე.კაკულიას ქუჩა N 1, შესახვევი 1

მიმართულების ნახვა