ევექსის კლინიკა დიდ დიღომში

სამუშაო საათები:

ორშაბათი - პარასკევი: 09.00: 20.00 შაბათი: 09.00 - 16.00 ლაბორატორია : 08.30 - 16.00 ლაბორატორია, შაბათი: 08.30 - 14.00


„ევექსი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო ქსელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს". კლინიკებში პაციენტებს სრული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება შეუძლიათ. კომპანიის მისიაა, თითოეული პაციენტისთვის შექმნას ჯანსაღი მომავალი, მაღალი ხარისხითა და ხელმისაწვდომი სერვისებით.

სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ქსელში შესაძელებელია სრული ნევროლოგიური და ნეიროქირურგიული სერვისის მიღება როგორც ამბულატორიულად, ასევე სტაციონარულ პირობებში.

დეპარტამენტი ამ პროფილის ერთადერთი დაწესებულებაა, სადაც თანამედროვე პრინციპებზე დამყარებული ნევროლოგიური და ნეიროქირურგიული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრული სპექტრია წარმოდგენილი.

ნევროლოგიური სამსახური მოიცავს ნერვული სისტემის ყველა დაავადების დიაგნოსტიკასა და მართვას, კერძოდ:

 

  1. ნეირომოტორული განვითარების სრული შეფასება
  2. ნეირომოტორული განვითარების რისკის პაციენტების მონიტორინგი
  3. პაროქსიზმული მდგომარეობები-ეპილეფსია, თავის ტკივილი, არაეპილეფსიური პაროქსიზმები
  4. ნერვ-კუნთოვანი პათოლოგიების სრული სპექტრი
  5. მცირე ტრავმების დიაგნოსტიკა და მართვა
  6. მადემიელინიზირებელი დაავადებები
  7. ატაქსიები
  8. ფაკომატოზები
  9. დეგენერაციული დაავადებები
  10. ექსტრაპირამიდული და მოძრაობითი აშლილობები
  11. ძილის დარღვევები
  12. მწვავე, ქრონიკული და თანდაყოლილი პოლინეიროპათიები

ევექსის კლინიკა დიდ დიღომში. თბილისი, ი. პეტრიწის ქ. N 16

მიმართულების ნახვა