კოლპოსკოპია DYSIS აპარატით
კოლპოსკოპია Dysis (სპეციალური გამოსახულებითი კოლპოსკოპია) - ეს არის დიაგნოსტიკური მეთოდი, რომლის დროსაც ხდება საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპული დათვალიერება და მისი სკრინინგის საშუალებით პათოლოგიების აღმოჩენა. კლინიკა „კარაპს მედლაინში“ ეს პროცედურა ტარდება Zeiss-ის ფირმის უახლესი აპარატით, რომელიც მაღალი სიზუსტის გამო, სასამართლო ექსპერტიზაშიც გამოიყენება.
კოლპოსკოპიის აპარატს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, საშვილოსნოს ყელის ძმარმჟავით დამუშავების შემდეგ, ავტომატურად აღმოაჩინოს დაზიანებული უბანი. ეს საშუალებას იძლევა, რომ მაქსიმალური სიზუსტით მოხდეს დაზიანებული კერის ინტერპრეტაცია და, საჭიროების შემთხვევაში, ჩატარდეს დამიზნებითი ბიოფსია.
ჩვენთან საოფისე გინეკოლოგიის მიმართულებას გამოცდილი ექიმი გინეკოლოგი მადონა ჯუღელი ხელმძღვანელობს. მადონა ჯუღელი, აგრეთვე, გახლავთ საქართველოს კოლპოსკოპიის ასოციაციის პრეზიდენტი.
საოფისე დიაგნოსტიკური ჰისტეროსკოპია STORZ-ის აპარატით
ჰისტეროსკოპია არის უმტკივნეულო პროცედურა, სადაც სპეციალური ოპტიკური ხელსაწყოს გამოყენებით ხდება პაციენტის საშვილოსნოს ღრუს დათვალიერება და გამოიყენება საშვილოსნოს დაავადებების (პოლიპი, შეხორცებები, ფიბრომები) დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის.
საოფისე ჰისტეროსკოპია ახალი ინოვაციური ტექნოლოგიური მეთოდია. ამ მეთოდის გამოყენებით არ ხდება საშვილოსნოს ყელის არხის გაფართოება, არ ესაჭიროება ანესთეზია, სტაციონარში დაყოვნება.
STORZ-ის აპარატის გამოყენებით, სკრინინგის პროცედურა უმტკივნეულოა და გრძელდება 5-10 წუთი. ამ აპარატის საშუალებით, პაციენტისთვის შესაძლებელია ისეთი დაავადებების დადგენა, როგორიც არის: საშვილოსნოს ღრუს მიომა, ენდომეტრიოზი, ქრონიკული ენდომეტრიტი, საშვილოსნოს ღრუს პათოლოგიები და სხვა.
ინფექციების დიაგნოსტიკა პირდაპირი იმუნოფლუორესცენციის (PIF) მეთოდით (DIF assay)
ნაცხის მიკროსკოპული ანალიზი პაპანიკოლაუს მეთოდით, პაპ-ტესტი, HPV-გენოტიპირება, ჰისტომორფოლოგია /იმუნოჰისტოქიმია
სკრინინგის ეს მეთოდი დამყარებულია ლუმინესცენტულ მიკროსკოპში მიკრობის ვიზუალიზაციაზე. (PIF) მეთოდით ხდება ისეთი ინფექციური დაავადებების გამოვლენა, რომელთა ჩვეულებრივ მიკროსკოპში დანახვა შეუძლებელია. ასეთია: ქლამიდია, ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა. ეს მეთოდი ერთადერთია მაღალ მგრძნობიარე ტრიქომონას სადიაგნოსტიკოდ, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ ტრიქომონას არატიპური ფორმები.
ვულვის /საშოს /საშვილოსნოს ყელის კონდილომების CO2-ლაზეროვაპორიზაცია
ადამიანის პაპილომა ვირუსით (HPV) გამოწვეული ვულვის კონდილომები სქესობრივი გზით გადამდები მეტად გავრცელებული დაავადებაა. ამიტომ მათი დროული და ეფექტური მკურნალობა, როგორც კიბოსწინა პროცესის პრევენცია, საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამ მეთოდის უპირატესობაა რეციდივის შემცირება და რეპროდუქციული ასაკის ქალბატონებში გამოყენების შესაძლებლობა.