ევექსის კლინიკა ბათუმში

სამუშაო საათები:

ორშაბათი - პარასკევი: 09.00: 18:00 შაბათი: 09.00 - 14.00 ლაბორატორია : 08.30 - 14.00 ლაბორატორია, შაბათი: 08.30 - 14.00


„ევექსი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო ქსელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს". კლინიკებში პაციენტებს სრული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება შეუძლიათ. კომპანიის მისიაა, თითოეული პაციენტისთვის შექმნას ჯანსაღი მომავალი, მაღალი ხარისხითა და ხელმისაწვდომი სერვისებით.

ევექსის სამედიცინო კორპორაციაში ბავშვთა ტრავმატოლოგია/ორთოპედიის მიმართულება განსაკუთრებით განვითარებულია, სადაც პაციენტებს 24 საათის განმავლობაში მიეწოდებათ, როგორც გადაუდებელი, ასევე გეგმიური მომსახურება.  ქსელში ტრავმა/ორთოპედიული ოპერაციები სრულდება თანამედროვე მედიცინის მიდგომებით ტიტანის ელასტიური ღეროების გამოყენებითა და MIPO ტექნიკით, რაც გულისხმობს მინიმალურ ინვაზიურ ჩარევას.

ევექსის ქსელის ტრავმა ორთოპედიული სამსახურის გუნდი ყოველწლიურად მონაწილეობას იღებს  ტრავმა ორთოპედთა  საერთაშორისო კონფერენციებში  და ასევე ზოგიერთი მათგანი გახლავთ AOS წევრი.


ევექსის კლინიკა ბათუმში. ბათუმი, სელიმ ხიმშიაშვილის ქ. N 20

მიმართულების ნახვა