სამედიცინო ტურიზმი

ჩვენი სერვისები:

  • ღვიძლის ტრანსპლატაცია;
  • თირკმლის ტრანსლპატაცია;
  • ინვიტრო განაყოფიერება;
  • პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგია;
  • მეტაბოლური ქირურგია;
  • ბარიატრიული ქირურგია;
  • პედიატრიული და კარდიოლოგიური ქირურგია;
  • ონკოლოგიური სერვისები;
  • კურდღლის ტუჩის ქირურგია.

რატომ საქართველო?

  • სამედიცინო პერსონალის მაღალი ატესტაცია
  • ხიდი ევროპასა და აზიას შორის
  • კონკურენტული ფასი და უახლესი, თანამედროვე ტექნოლოგიები

რატომ სამედიცინო კორპორაცია ევექსი?

  • პროფესიონალი ექიმების გუნდი
  • ჯანმრთელობის არსებული პრობლემების ზუსტი იდენტიფიკაცია
  • დროული, კვალიფიციური და ადექვატური მკურნალობა

ჩვენ გვესმის, რომ სამედიცინო მკურნალობა სამშობლოს ფარგლებს გარეთ საკმაოდ რთულია, როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად. საერთაშორისო პაციენტებთან ურთიერთობის განყოფილება ცდილობს შეგიქმნათ ისეთი პირობები, რომ თავი იგრძნოთ როგორც საკუთარ სახლში და ჩაიტაროთ ეფექტური და უსაფრთხო მკურნალობა.

ჩვენ შესახებ

სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოსა და მთელ კავკასიის რეგიონში. ქვეყნის 6 სხვადასხვა რეგიონში კორპორაცია 43 კლინიკითაა წარმოდგენილი. ქსელში შემავალი კლინიკების სამ დონიანი იერარქიით წარმოდგენილი კლასტერული მართვის მოდელი უზრუნველყოფს უსაფრთხო, ხარჯთეფექტურ და პაციენტზე ორიენტირებულ სისტემას, რომელიც გეგმიური და გადაუდებელი შემთხვევებისას შეუფერხებელი და დროული სამედიცინო ინტერვენციის შესაძლებლობას იძლევა.

პირველად საქართველოში ქართველი და უცხოელი ექიმების გუნდის მიერ წარმატებით დაინერგა და ვითარდება ღვიძლის ტრანსპლანტაციის სერვისი, რომელიც დაფარავს როგორც საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის რეგიონის მოსახლეობის მოთხოვნას. კომპანიის მიერ შეთავაზებული ფასი 3–ჯერ ნაკლებია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებულ ფასთან შედარებით. დღეისათვის ჩატარებული ტრანსპლანტაციის ყველა ოპერაცია 100% წარმატებით დასრულდა.

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ექიმების გუნდით უზრუნველყოფს მკურნალობის საუკეთესო მეთოდებს მედიცინის ყველა დარგში. ჩვენი გაერთიანება მოიცავს 55–ზე მეტ სამედიცინო სპეციალობას.

როგორ მოვემზადოთ მგზავრობისთვის?

  • ჰკითხეთ ექიმს შეგიძლიათ თუ არა თქვენ მდგომარეობაში საზღვარგარეთ გამგზავრება;
  • თუ გადაწყვეტთ გააგრძელოთ მკურნალობა საზღვარგარეთ, შეატყობინეთ თქვენ მკურნალ ექიმს, რათა შეძლოთ შემდგომი მკურნალობის გაგრძელება შეფერხების გარეშე;
  • გაიგეთ მეტი პროცედურის შესახებ და შეადარეთ ოპერაციის მოსალოდნელი შედეგი თქვენ მოლოდინს. აგრეთვე გაეცანით მკურნალობის შემდგომ ეტაპს, რა დროა საჭირო განკურნებისთვის, ფიზიკური თერაპია და ა.შ. 
  • გაითვალისწინეთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება თქვენი მკურნალობის შესახებ მიიღება ექიმის მიერ თქვენი პირადად გაცნობისა და გასინჯვის შემდეგ;

რა დოკუმენტაციის წარმოდგენაა საჭირო?

  • ცნობა თვითმფრინავით ტრანსპორტირებით ნებართვის შესახებ (გაცემული ექიმის მიერ)
  • სამედიცინო ისტორია, სადაც მითითებული იქნება თქვენი ანამნეზი, ექიმის დანიშნულება, დიაგნოზი და ჩატარებული კვლევები (ასლი/დედანი)
  • კვლევების CD ასლები - რენტგენი/მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია/კომპიუტერული ტომოგრაფია (არსებობის შემთხვევაში)
  • პირადი ექიმის მიმართვა (არსებობის შემთხვევაში)

ჩვენი რეკომენდაციები მკურნალობასთან დაკავშირებით გამოგეგზავნებათ 48 საათის განმავლობაში. საქართველოში გამომგზავრებამდე მიიღებთ სავარაუდო ხარჯების შესახებ ინფორმაციას, კლინიკაში ჰოსპიტალიზაციისა და ოპერაციის შემდგომი პერიოდის შესახებ დეტალურ ინფორმაციას. დაგეხმარებით მგზავრობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში.

დამატებით გთავაზობთ:

  • ბილეთების დაჯავშნაში, მგზავრობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში მხარდაჭერას;
  • თარჯიმნის მომსახურებას;
  • აეროპორტში დახვედრას და ქვეყნის შიგნით ტრასპორტირების უზრუნველყოფას;
  • თქვენი და თქვენი მეგზურებისთვის სასტუმროში განთავსებას;

გაითვალისწინეთ: აუცილებელია მგზავრობის დეტალების წინასწარ მოწოდება, რათა წინასწარ მოხდეს ექიმთან ვიზიტისა და სხვადასხვა პროცედურების დაგეგმვა.

მომსახურების საფასური და გადახდის საშუალებები: მომსახურების საფასურის დაფარვა შესაძლებელია როგორც პლასტიკური ბარათით (master, visa ან amex), ისე გადარიცხვით. კორპორაცია მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ სადაზღვევო კომპანიებთან. ჩვენ ჰოსპიტალში მკურნალობის დაგეგმვისას წინასწარ მიიღეთ სადაზღვევო კომპანიისგან დადასტურება თქვენი ხარჯების დაფარვის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში ჩვენი განყოფილება მოგაწოდებთ თქვენი მკურნალობის კურსის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ნურ ბალაბანი

nbalaban@evex.ge

Tel.: (+995 32) 2 55 05 05

Cell: (+995 577) 64 00 75

სულხან ინაიშვილი

sinaishvili@evex.ge

Tel.: (+995 32) 2 55 05 05

Cell: (+995 599) 78 57 77

სალომე კალანდარიშვილი

skalandarishvili@evex.ge

Tel.: (+995 32) 2 55 05 05

Cell: (+995 555)  22 38 85

ევექსის ქსელი

ექიმთან ვიზიტის დანიშვნა