03 ოქტომბერი, 2018

თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში დაბადებულ ყველა ახალშობილს, საჩუქრად 100-ლარიანი ანაბარი გადაეცემა

1-ლი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი ქალბატონებს, რომლებიც ფიზიოლოგიურად იმშობიარებენ, უფასოდ მოემსახურება

ახალშობილებს კი საჩუქრად 100-ლარიანი ანაბარი გადაეცემათ

აქციის ფარგლებში დედები, სამედიცინო სერვისით ორი თვის განმავლობაში 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ

განახლებულ თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში მე-3 დონის პერინატალური ცენტრი წარმატებით ფუნქციონირებს, რომელიც ორსულობის პერიოდს 28 კვირიდან მშობიარობამდე და ახალშობილის პირველი შვიდი დღის სამედიცინო მონიტორინგს გულისხმობს

ჰოსპიტალში პერინატალური ცენტრი 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს, რომელიც ორსულობასთან დაკავშირებული ყველა სახის პათოლოგიური შემთხვევების მართვას და ყველა პროფილით გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას უზრუნველყოფს

მის: თბილისი, ქინძმარაულის ქ.1, შესახვევი 1 (ყოფილი 31-ე ქარხნის სავადმყოფო)

ტელ: (032) 2 55 05 05

ევექსის ქსელი

ექიმთან ვიზიტის დანიშვნა